ქაიხოსრო აბაშიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აბაშიძე.
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ქაიხოსრო აბაშიძე (მრავალმნიშვნელოვანი).

ქაიხოსრო აბაშიძე (გ. 26 აგვისტო, 1810) — იმერეთის 1810 წლის აჯანყების აქტიური მონაწილე. სოლომონ I-ის სიძე, აჯანყებაში სოლომონ II-ის მომხრე. აჯანყების დროს მისი მამული ზედა საქარა მეამბოხეთა თავშესაფრად იქცა. ქაიხოსრომ მდინარე ყვირილას ხეობაში 2 ათასამდე კაცი შეკრიბა. სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ადგილები დაიჭირა და გადაჭრა გზა თბილის-ქუთაისს შორის, რაც დიდ ხიფათს უმზადებდა დასავლეთ საქართველოში მყოფ რუსეთის ჯარს. დაიღუპა სოფელ ცხრაწყაროსთან გენერალ როზენის ჯარებთან შეტაკების დროს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ო. სოსელია, ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, გვ. 25, თბ., 1997 წელი.
  • ო. სოსელია, ნარკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური ისტორიიდან (სათავადოები), ტ. I, თბ., 1973