ივანე აბაშიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აბაშიძე.

ივანე (იოანე) ქაიხოსროს ძე აბაშიძე (გ. 12 დეკემბერი, 1822) — თავადი, იმერეთის აჯანყების (1819–1820) ერთ-ერთი ხელმძღვანელი და იმერეთის ტახტის პრეტენდენტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ივანე აბაშიძე დაიბადა იმერეთის თავადის, ქაიხოსრო აბაშიძის ოჯახში. დედამისი, დარეჯანი იყო იმერთა მეფის სოლომონ I-ის ქალიშვილი. 1820 წელს, იმერეთში მღელვარების ჩახშობის შემდეგ, რუსეთის მთავრობამ გასცა მისი დაპატიმრების ბრძანება, მაგრამ აბაშიძემ მოახერხა გურიაში გაქცევა. გურიაში მოსალაპარაკებლად ჩასული რუსი სარდალი, პოლკოვნიკი პუზირევსკი აბაშიძემ და ქაიხოსრო გურიელმა შემოქმედთან შეიპყრეს და თავი მოჰკვეთეს. 1820 წელს აჯანყებულმა იმერლებმა აბაშიძე მეფედ დაასახელეს. გურიაში რუსეთის ჯარების შესვლის შემდეგ აბაშიძე იძულებული გახდა გახიზნულიყო ახალციხეში, სადაც ის, ნ. დადიანის ცნობით, მოკლეს ვახტანგ ბატონიშვილის (დავით II-ის უკანონო შვილის როსტომის შვილი) მიგზავნილმა კაცებმა.

ივანე აბაშიძეს ცოლად ჰყავდა სიმონ III გურიელის ასული ელისაბედი. მათ შეეძინათ სამი შვილი — ქაიხოსრო, გიორგი და ეკატერინე. იმერეთის აჯანყების დროს ელისაბედი და ეკატერინე რუსეთში გადაასახლეს, მაგრამ მამია V გურიელის თხოვნით გზიდან დააბრუნეს და გურიაში დაასახლეს. 1838 წლის აღწერით, ელისაბედი ცხოვრობდა ქუთაისში, ეკატერინე კი შორაპნის მაზრაში და იღებდა პენსიას 1000 მანეთის ასიგნაციებით. ეკატერინე იყო აკაკი წერეთლის დედა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]