ფცის ნასახლარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ფცის ნასახლარი — არქეოლოგიური ძეგლი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ფცის საჯარო სკოლის ეზოში. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. მიწის სამუშაოების დროს აღმოჩნდა წითლად გამომწვარი უხეშკეციანი თიხის ჭურჭლისა და ქვევრის ნამტვრევები, წყალსადენის თიხის მილები, რიყის ქვით ნაგები შენობათა საძირკვლის ნაშთები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]