ფუტკრით დამტვერვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ფუტკრით დამტვერვამეთაფლია ფუტკრის გამოყენება სასოფლო-სამეურნეო კულტურების დასამტვერავად, ე. ი. მცენარის მტვრის გადასატანად სამტვრე პარკიდან ყვავილის დინგზე. მწერებით დამტვერვა ესაჭიროება ბევრ მარცვლოვან, ეთერზეთოვან, ტექნიკურ, ხილ-კენკროვან, ბაღჩეულ კულტურას, საკვებ ბალახებს და სხვა. თანამედროვე მიწათმოქმედებაში ველური დამამტვერიანებელი მწერების როლი უმნიშვნელოა. ფუტკრით დამტვერისთვის საჭირო ფუტკრის ოჯახთა რაოდენობა განისაზღვრება სასოფლო-სამეურნეო კულტურებით დაკავებული ფართობის, ნექტროვანი მცენარის ყვავილობის ხანგრძლივობისა და სხვა პირობების მიხედვით. მაგ., 1 ჰა მზესუმზირას დასამტვერიანებლად საჭიროა 0,5—1, იონჯისა და წითელი სამყურასათვის 1, ესპარცეტისათვის — 3—4, ხილ-კენკროვნებისათვის — 2—2,5, ბაღჩეულისათვის 0,3—0,5 ფუტკრის ოჯახი და სხვა. ფუტკრით დამტვერვა სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობის გადიდების ერთ-ერთი ძირითადი პირობაა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]