ფუზარიუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ფუზარიუმი
Fusarium poae.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
გვარი:  ფუზარიუმი
ლათინური სახელი
Fusarium

ფუზარიუმი (ლათ. Fusarium) — უსრული სოკოების კლასის გვარი. საქართველოში ცნობილია 34 სახეობა და 7 სახესხვაობა. ფუზარიუმი მრავლდება კონიდიუმებით, რომლებიც თავისი სიდიდით, ფორმით, აგებულებით და წარმოშობით მეტად მრავალფეროვანია. სახეობათა უმრავლესობა საპროფიტია. ცხოვრობს ნიადაგში მცენარეულ ნარჩენებზე. ზოგიერთი სახეობა პარაზიტია და იწვევს მცენარეთა ფუზარიოზს. ფუზარიუმით დაავადებული მცენარეების შეჭმა ადამიანს აავადებს სეპტიკური ანგინით, ცხოველებს კი — ფუზიოტოქსიკოზით, რომელიც ხშირად სიკვდილით მთავრდება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]