ფუზარიოზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ფუზარიოზიმცენარეთა დაავადება, რომელსაც იწვევს უსრულო სოკოების ფუზარიუმის(ლათ. Fusarium) გვარის სახეობები. სოკოები ბინადრობენ ნიადაგში და მცენარეთა ნარჩენებზე. ფუზარიოზი კარგად ვითარდება მაღალი ტენიანობისა და სითბოს პირობებში. საქართველოში გავრცელებულია სიმინდის ფუზარიოზი (გამომწვევი Fusarium monilforme) მშრალად ალპობს ტაროებს. დაავადებული მარცვლები სოკოს პიგმენტებისაგან მოწითალო შეფერილობას იღებს. ცნობილია ხორბლის ფუზარიოზიც (გამომწვევი Fusarium graminearum). სოკოს მიცელიუმი ვითარდება მარცვალში, გამოყოფს ტოქსინს, რაც ადამიანისა და ცხოველის მოწამვლას იწვევს. ამის გამო მას „მათრობელა პურს“ უწოდებენ. ფუზარიოზის საწინააღმდეგოდ მიმართავენ თესლბრუნვას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]