ფრანც ბოპი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფრანც ბოპი

ფრანც ბოპი (გერმ. Franz Bopp) (დ. 14 სექტემბერი, 1791, მაინცი, — გ. 23 ოქტომბერი, 1867, ბერლინი) — გერმანელი ენათმეცნიერი, ისტორიულ-შედარებითი ენათმეცნიერების ერთ-ერთი ფუძემდებელი. ბერლინის უნივერსიტეტის პროფესორი (1821–1864), პრუსიის მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1822).

ბოპის ფუნდამენტური გამოკვლევაა „შედარებითი გრამატიკა სანკრიტისა, ზენდისა, სომხურისა, ბერძნულისა, ლათინურისა, ლიტვურისა, ძველი სლავურისა, გუთურისა და გერმანულისა“ (ტ. 1–3, 1833–1852), სადაც შედარებითი მეთოდი გამოყენებულია ინდოევროპულ ენათა მთელი გრამატიკული წყობის მიმართ. ბოპი შეეცადა დაემტკიცებინა ინდოევროპულ ენებთან მალაიურ-პოლინეზიური (1840), აგრეთვე ქართველური ენების ნათესაობა („ქართულის შესახებ ენათა ნათესაობის თვალსაზრისით“, 1846; 1847 გამოსცა წიგნად — „ინდოევროპულ ენათა ოჯახის კავკასიური წევრები“).

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Die kaukasischen Glieder des indoeuropäischen Sprachstammes, B., 1847.
  • Vergleichende Grammatik des Sanskrit, Zend, Armenischen, Griechischen, Lateinischen, Litauischen, Altslavischen, Gothischen und Deutschen, 3. Ausg., Bd. 1–3 B.–P., 1868–71.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]