ფრანსისკო დე სურბარანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ფრანსისკო დე სურბარანი
Francisco de Zurbarán autoportrait.jpg
დაიბადა 7 ნოემბერი 1598(1598-11-07)[1] [2] [3] [4]
დაბადების ადგილი Fuente de Cantos
გარდაიცვალა 27 აგვისტო 1664(1664-08-27)[5] [6] [1] [2] [3] [7] [4] (65 წლის)
გარდაცვალების ადგილი მადრიდი
მიმდინარეობა ნატურმორტი

ფრანსისკო დე სურბარანი (ესპ. Francisco de Zurbarán; დ. 7 ნოემბერი, 1598 — გ. 27 აგვისტო, 1664) — ესპანელი მხატვარი. ფერწერის სევილიური სკოლის წარმომადგენელი.

იგი ცნობილია, როგორც რელიგიური მხატვარი, მის ნამუშევრებში მრავლადაა რელიგიური სცენები, იშვიათად მაგრამ მაინც გვხვდება ყოფა-ცხოვრების ამსახველი ნამუშევრებიც. სურბარანს ხშირად მოიხსენიებენ ესპანელ კარავაჯოდ.[8]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სწავლობდა სევილიაში პედრო დიას დე ვილიანუევასთან (ესპ. Pedro Díaz de Villanueva). ცხოვრობდა და მუშაობდა ლიერენაში (ბადახოსი, 1617–28). 1628 წლიდან სევილიაში მოღვაწეობს. ძირითადად ქმნიდა კომპოზიციებს წმინდანთა ცხოვრებაზე („წმ. ბონავენტურას ლოცვა პაპ გრიგოლ X-ის არჩევისას“, სურათების გალერეა, დრეზდენი). მის ადრინდელ ნამუშევრებში შეიმჩნევა კარავაჯოს გავლენა (წმ. პეტრეს ტაძრის კაპელის რეტაბლო, სევილია, 1625).

შემოქმედებითი აღმავლობის პერიოდში (1630–40-იანი წწ.) ქმნიდა მკაცრ და მონუმენტურ სურათებს. 1650-იანი წწ. ნამუშევრები გამოირჩევა ემოციური დაძაბულობით („ჯვარცმა“, ერმიტაჟი, სანქტ-პეტერბურგი).

რელიგიურ კომპოზიციებს გარდა ქმნიდა აგრეთვე მითოლოგიურ სცენებს, პორტრეტებს, ნატურმორტებს.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 SNAC — 2010.
  2. 2.0 2.1 Itaú Cultural Enciclopédia Itaú CulturalSão Paulo: Itaú Cultural, 1987. — ISBN 978-85-7979-060-7
  3. 3.0 3.1 Real Academia de la Historia Diccionario biográfico españolReal Academia de la Historia, 2011.
  4. 4.0 4.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  5. BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  6. Benezit Dictionary of Artists — 2006. — ISBN 978-0-19-977378-7, 978-0-19-989991-3
  7. Find a Grave — 1995. — ed. size: 165000000
  8. Saint Luke as a Painter before Christ on the Cross. Humanities Web. დაარქივებულია 30 სექტემბერი, 2007.