ფრანკო-მალაგასიური ომები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ფრანკო-მალაგასიური ომები
საფრანგეთის კოლონიალური ომები ნაწილი
LaGuerreAMadagascar.jpg
"მადაგასკარის ომის" ფრანგული პოსტერი
თარიღი 1883, დეკემბერი - 1895, სექტემბერი
მდებარეობა მადაგასკარი
შედეგი საფრანგეთის გამარჯვება.
მხარეები
საფრანგეთის დროშა საფრანგეთის მესამე რესპუბლიკა იმერინის სამეფო
მეთაურები
საფრანგეთის დროშა ჯეკ დუშესნი რაინილაიარივონი

ფრანკო-მალაგასიური ომები ან ფრანკო-ნოვას ომები — წარმოადგენდა 1883–1896 წლებში საფრანგეთის მადაგასკარზე ორ შეჭრას. შედეგად იმერინის სამეფოს მონარქია დაემხო და მადაგასკარი გახდა საფრანგეთის კოლონია. ნოვა მალაგასის კულტურაში უმაღლესი სოციალური სტატუსის კლასს წარმოადგენს.

პირველი ომი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საფრანგეთი მადაგასკარში 1883 წელს შეიჭრა, რაც პირველი ექსპედიციის სახელითაა ცნობილი. დაპირისპირება 1886 წელს დასრულდა. მადაგასკარი იძულებული იყო საფრანგეთისთვის გადაეცა ანცირანანა და ყოველწლიულად 10 მილიონი ფრანკი გადაეხადა. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება საფრანგეთს ასევე აძლევდა უფლებას ემართა მადაგასკარის საგარეო პოლიტიკა.

მეორე ომი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იმერინის მეფე რაინილაიარივონი ხელშეკრულების პირობებს ბოლომდე არ ეთანხმებოდა. სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა, როდესაც 1890 წელს ბრიტანეთმა აღიარა მადაგასკარი საფრანგეთის პროტექტორატად. ბრიტანეთმა სამაგიეროდ მიიღო ზანზიბარზე სრული კონტროლი. რაინილაიარივონი ემზადებოდა კუნძულის დასაცავად, მან იარაღის შესაძენად ევროპაში წარმომადგენელი გაგზავნა.

აქტიური დაპირისპირება დაიწყო 1894 წლის 12 დეკემბერს, როდესაც ფრანგმა მეზღვაურებმა ტუამასინა დაიკავეს. ფრანგული არმის დანაყოფი "მფრინავი კოლონა" გენერალ ჯეკ დუშესნის მეთაურობით გადმოსხდა მაჰაძანგაში და დაიძრა ანტანანარივუსკენ. მათ დედაქალაქამდე 1895 წლის სექტემბრის ბოლო კვირაში მიაღწიეს. დამცველები ქალაქის სამხრეთით მთავარი გზის გასწვრივ იყვნენ განლაგებული. ფრანგული ჯარი ჩრდილოეთიდან შემოერტყა ქალაქს და დაიწყო ცრუ შეტევა. მთავარმა ძალამ შეუტია აღმოსავლეთიდან. მათ დაიკავეს მაღლობი საიდანაც შეეძლოდ დაებომბათ ქალაქის სამთავრობო შენობები, მათ შორის დედოფლის სასახლეც. სამი ჭურვის გასროლის შემდეგ ნოვას ჯარი დანებდა. გენერალი დუშესნი ქალაქში 1 ოქტომბერს შევიდა, დედოფალმა რანავალუნა III–მ ხელი მოაწერა შეთანხმებას რითიც მადაგასკარი საფრანგეთის მთავრობის სრული პროტექტორატი გახდა. 1896 წელს იმერინას სამეფო გამოცხადდა საფრანგეთის პროტექტორატად. მისი პირველი ხელმძღვანელი იყო გენერალ-რეზიდენტი ლაროშე.[1]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Virginia Thompson, Richard Adloff. The Malagasy Republic: Madagascar today. Stanford University Press, გვ. 504..