შინაარსზე გადასვლა

ფოხალისთავი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფოხალისთავი
კოორდინატები: 42°04′20″ ჩ. გ. 45°52′52″ ა. გ. / 42.07222° ჩ. გ. 45.88111° ა. გ. / 42.07222; 45.88111
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ყვარლის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 2570 
ქედი ფოხალის ქედი
ამგებელი ქანები ფიქალი, თიხაფიქალი და დიაბაზი
ასაკი ქვედაიურული
ფოხალისთავი — საქართველო
ფოხალისთავი
ფოხალისთავი — კახეთის მხარე
ფოხალისთავი

ფოხალისთავიმთა საქართველოში, კახეთის მხარეში, ყვარლის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს კახეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, მდინარეების დურუჯისა და ჩელთის წყალგამყოფ ფოხალის ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 2570 მ. აგებულია ქვედაიურული ასპიდური ფიქლებით, თიხაფიქლებითა და დიაბაზებით. მწვერვალი მობრტყელებულია. დასავლეთი კალთა ციცაბოა, ზოგან კლდოვანი. დიდი ნაწილი შემოსილია სუბალპური ბალახეულით, ქვემო კალთებზე ფოთლოვანი ტყეებია.