შინაარსზე გადასვლა

ფოჩონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დასახლებული პუნქტი
ფოჩონი
ქვეყანა სამხრეთ კორეის დროშა სამხრეთი კორეა
კოორდინატები 37°53′40″ ჩ. გ. 127°11′57″ ა. გ. / 37.89444° ჩ. გ. 127.19917° ა. გ. / 37.89444; 127.19917
ფართობი 826.38 კვადრატული კილომეტრი
მოსახლეობა 163 388 (2015)[1]
ოფიციალური საიტი http://www.pcs21.net/lng/english/html/index.asp
ფოჩონი — სამხრეთი კორეა
ფოჩონი

პოჩონი (კორ. 포천시?, 抱川市?) — ქალაქი კიონგიდოს პროვინციაში, სამხრეთი კორეა.

ქალაქი მდებარეობს სამხრეთი კორეის ჩრდილოეთით, ჩრდილოეთ კორეის დემოკრატიული რესპუბიკის საზღვართან. სამხრეთით ესაზღვრება ნამიანჯყ, დასავლეთით- იანჯუ, ტონდუჩონი და იონჩონი, აღმოსავლეთით კაპიონი. ტერიტორია მდიდარია ჰიდრორესურსებით და უმეტესად მთიანია.

ქალაქის კლიმატი ისევე, როგორც მთელი სამხრეთი კორეის, მუსონურია. ზაფხული თბილი და ნესტიანი, ხოლო ზამთარი ცალსახად ცივი და მშრალი. საშუალო წლიური ტემპერატურა 10,2℃-ია.

ტურიზმი და ღირსშესანიშნაობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • სილას პერიოდის ჰინესის ბუდისტური ტაძარი. მდებარეობს პეგუნსანის მთაზე, ზღვის დონიდან 904 მეტრის სიმაღლეზე.
  • ჩაინსას ბუდისტური ტაძარი. მდებარეობს მიონსონსანის მთაზე, იგი დააარსა ბერმა ჩებონმა. ტაძრის მთავარი მიმზიდველობა ბუდას დიდი ქვის ქანდაკებაა.
  • ფანავილის უძველესი ციხის ნანგრევები. ფანავოლი სამი ქვეყნის ეპოქის დროიდან სამხედრო ციხე იყო, მაგრამ ჩოსონის დინასტიის ხანაში მიატოვეს. არსებობს წერილობითი მტკიცებულებები, რომ პანვოლი იყო კუნეის არმიის ერთ–ერთი სტრატეგიული წერტილი (ძველი კორეული სახელმწიფოს ტაებონის დამაარსებელი). ქვის ციხის კედლის მთლიანი სიგრძეა 1 080 მეტრი.
  • მრავალი ტურისტული მარშრუტი. პოჩონიქვეყნის მთის ტურიზმის ერთ–ერთი ცენტრია.
  • სანჯონის ტბა — თვალწარმტაცი ტბა, რომელიც მდებარეობს მთის ხეობაში. აქვეა რამდენიმე ჩანჩქერი. ყოველწლიურად იზიდავს შვიდასი ათასამდე ტურისტს მთელი ქვეყნის მასშტაბით. 1977 წლის მარტში ტბამ მიიღო ეროვნული ტურისტული ზონის სტატუსი.
  • გოგირდის ცხელი წყაროები. ილდონის მხარეში ამჟამად მდებარეობს სპა კურორტი.
  • პოჩონის ხე ბაღები. აქ იზრდება 2 844 სახეობის მცენარე, მათ შორის 1660 სახეობის ხე და 1184 სახეობის ბალახი. ბაღში არის მუზეუმი, რომელშიც განთავსებულია ადგილობრივი ფლორის 28 ათასზე მეტი ექსპონატი, ასევე ზოოპარკი.
  • პოჩონის ფესტივალი. პოჩონში ჟენშენი გაშენებულია კორიოს დინასტიის შემდეგ. ფესტივალი ტარდება ყოველწლიურად ოქტომბრის მეორე შაბათს. პროგრამა მოიცავს მუსიკალური ჯგუფების წარმოდგენებს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]