ფორესტჰილის ხიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფორესტჰილის ხიდი

ობერნ-ფორესტჰილის სამხრეთი მხარე
ოფიციალური დასახელება Foresthill Bridge (ინგლისური)
ისტორიული დასახელება

ობერნი

ობერნ-ფორესტჰილი
გამოყენება საავტომობილო (SR 49)
საფეხმავლო
კვეთს მდ. ნორტ-ფოლკ-ამერიკან-რივერი
მდებარეობა ქ. ობერნის შემოგარენი,
პლეისერის ოლქი,
კალიფორნიის დროშა კალიფორნია
აშშ-ის დროშა აშშ
კონსტრუქცია
კონსტრუქციის ტიპი კონსოლური
მალების რაოდენობა 3
დაბრკოლების თავზე 269 მ
საერთო სიგრძე 740 მ
ხიდის სიგანე 30 მ
კონსტრუქციის სიმაღლე 159 მ
კამარის სიმაღლე წყლის ზედაპირიდან 223 მ
ექსპლუატაცია
კონსტრუქტორი Kawasaki Heavy Industries
ღირებულება 13 მლნ დოლარამდე
მშენებლობის დაწყება 1971 წელი
მშენებლობის დასრულება 1973 წელი
გახსნა 3 სექტემბერი, 1973

ფორესტჰილი (ინგლ. Foresthill Bridge) — ყველაზე მაღალი საავტომობილო-საფეხმავლო ხიდი კალიფორნიის შტატში, სიმაღლით მე-4 აშშ-ში და 26-ე მსოფლიოს უმაღლეს ხიდებს შორის. იგი კვეთს მდინარე ამერიკან-ნორტ-ფოლკ-რივერს. მოსახლეობა მას ასევე მოიხსენიებს როგორც ობერნ-ფორესტჰილს (Auburn-Foresthill) ან ობერნის ხიდს (Auburn Bridge).

ფორეტჰილის ხიდი თავდაპირველად აიწყო აუშენებელი ობერნის კაშხლის გადასალახად. დღეს იგი აკავშირებს ქალაქ ობერნს და ფორესტჰილის დასახლებას.[1] ხიდი 1971 წელს იაპონიაში შეიქმნა Kawasaki Heavy Industries-ის მიერ და ადგილზე ააწყო კომპანია Willamette Western Contractors-მა. ხიდი გაიხსნა 1973 წლის 3 სექტემბერს.
ფორესტჰილი არის კონსოლური, სამ მალიანი ხიდი. იგი მდინარის კალაპოტიდან 223 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, ამასთან მისი ყველაზე მსხვილი მალის სიგრძეა 263 მეტრი. ქვეითად მოსიარულეებისთვის მოძრაობა ნებადართულია ორივე მიმართულებით სრულ სიგრძეზე. ხიდზე მრავლად არის ობერნის დამბის მშენებლობის საწინააღმდეგო გრაფიტები. აღნიშნული დამბის მშენებლობა დაიგეგმა 1969 წელს, თუმცა მრავალ მიზეზეთა გამო მშენებლობა შეჩერდა და მშენებარე კაშხლის ნარჩენები საბოლოოდ 2006 წელს დაინგრა.

2011 წლის იანვარში დაიწყო ფორესტჰილის სეისმიური მოდიფიკაციის პროექტი რომლის ბიუჯეტი 74.4 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა.[2] ხიდის თვითღირებულება 13 მლნ აშშ დოლარამდეა.

საინტერესო ცნობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მასობრივ კულტურაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ფორესტჰილის ხიდის ნახვა შესაძლებელია ჰოლივუდური ფილმის, „სამი იქსის“ (2002) დასაწყისში[3], სადაც ვინ დიზელის პერსონაჟი ატარებს მოპარულ წითელ Chevrolet Corvette-ს, შემდეგ მანქანასთან ერთად გადაეშვება ხიდიდან და მიწისკენ შუა გზაში პარაშუტით მანქანიდან გადახტება.
  • ამ ხიდის ნახვა ასევე შესაძლებელია ფილმებში „შიშველი სიმართლე“ (2009) და „ფანტომი“ (1996)[4].

რეკორდები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1973-1979 წლებში ითვლებოდა უმაღლეს ხიდად მსოფლიოში.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]