ფორაქიშვილის დარბაზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ფორაქიშვილების დარბაზი ქ. თბილისში

ფორაქიშვილის დარბაზი — ტრადიციული ქართული საცხოვრებელი სახლი, რომელიც შეადგენდა ძველი თბილისის საცხოვრებლის ძირითად სახეს. თბილისურ დარბაზს დღემდე არ მოუღწევია. XIX საუკუნეში იგი ან მოსპეს, ან გადააკეთეს, რადგან ეს მოითხოვდა ყოფა-ცხოვრების ახალ პირობებს და ნორმებს. თბილისის დარბაზთაგან დღემდე მოაღწია ფორაქიშვილის დარბაზმა, რომელიც მეტეხის უბანში მდებარეობს, მან 1904 წელს მთლიანად იცვალა სახე, მაგრამ ძველი ჩანახატიდან (გერმანელი მხატვარი კარლ ცაარი) ჩანს, რომ ჰქონდა 12-წახნაგოვანი გვირგვინი, ორი მაღალი, წვრილი დედაბოძი, კედლის განჯინები და თახჩები. გლეხური დარბაზისაგან განსხვავებით, აქ კერა არ არის. ინტერიერის არქიტექტურა მხატვრულად დასრულებულ ხასიათს ატარებს და ქართული ხუროთმოძღვრების ჩამოყალიბებულ ნიმუშს წარმოადგენს. დამახასიათებელია აგრეთვე ფორაქიშვილის დარბაზის განლაგება რელიეფზე — საფეხურისებრი, ისე, რომ ქვემო სახლის ბანი ზემოსათვის „ეზოდ“ იყო გამოყენებული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]