ორქომენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search


ორქომენი - 1. ძველი ბეოტიის სახელგანთქმული ქალაქი, კორინთოსა და ევბეის უბეებს შორის გაშლილი მხარის ცენტრში, მიკენური კულტურის ბურჯი, თითქმის მთელი დას. ბეოტიის მპყრობელი (II ათასწლ. ძვ.წ.), რომლის დამაარსებელნი იყვნენ კლასიკურ ხანაში ძლიერი მეფე მინიასი და მისი შვილი ორქომენე. მინიასის საგანძური მიკენელ ატრევსის სასაფლაოს საგანძურს უტოლდება. ბევრი ნანგრევი დღემდე შემორჩენილა. აღმოჩენილია ფრესკები, თაღები... ერთ დროს ორქომენი თებეს ექიშპებოდა, მერე თებემ სძლია, ტროას ომის დროისათვის უკვე დაქვეითებულია, თუმცა ამ ომში მაინც 30 გემი წაიყვანა. ბოლოს თებემ სულაც დააქცია და მოსახლეობა წაასხა (363 ძვ.წ.). ამ ქალაქში განსაკუთრებით ადიდებდნენ ქარიტებს და ჰერაკლეს, რომელსაც აქ ტაძარი ჰქონდა. 2. არკადიელი მინიების ძველი დედაქალაქი პელოპონესის შუაგულში, ბეოტიის ორქომენიდან დიდად დაშორებული (სამხრეთით); 3. ლიკაონის ძე; 4. თიესტეს შვილი.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]