ფინეთის რუსიფიკაცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ედვარდ იტსოს ნახატი შეტევა (1899 წელი) სიმბოლურად გამოხატავს ფინეთის რუსიფიკაციის წინააღმდეგ ბრძოლას.

ფინეთის რუსიფიკაციის (1899–1905 და 1908–1917 წლებში, ფინურად მოიხსენიება როგორც:sortokaudet/sortovuodet თარგმანში: შევიწროვების დრო/წლები) - რუსეთის იმპერიის სახელმწიფო პოლიტიკა, რომლის მიზანიც იყო ფინეთის დიდი სამთავროს სტატუსის შემცირება და მისი პოლიტიკურ-კულტურული თვითმყოფადობის მოსპობა. ის იყო რუსიფიკაციის პოლიტიკის ნაწილი, რომელსაც რუსეთის იმპერია და შემდგომ საბჭოთა კავშირი ეწეოდა და რომლის მიზანიც იყო მათ ფარგლებში შემავალი ეთნიკური უმცირესობების მოსპობა. ამ პოლტიკის ფარგლებში გატარდა შემდეგი ღონისძიებები:

ფინეთმა რუსიფიკაციის ორ ტალღას გაუძლო, ფინეთი იყო როგორც პასიური ასევე აქტიური წინააღმდეგობის პოზიციაში, საქმე რუსი გენერალ-გუბერნატორის ნიკოლაი ბობრიკოვის მკვლელობამდეც კი მივიდა, რომელიც 1904 წლის ივნისში ეიგენ შაუმანმა განახორციელა. რუსეთ-იაპონიის ომის დროს, იაპონიის ფინანსური დახმარებით შეთქმულებმა ათასობით შაშხანა შეიძინეს. მათი მიზანი იყო აჯანყების მოწყობა და ქვეყნის დამოუკიდებლობის მიღწევა. თუმცა გემი ფინეთის სანაპიროსთან ჩაიძირა და გეგმა ჩიშალა. პირველი მსოფლიო ომის დროს რუსეთი და იაპონია ერთად იბრძოდა გერმანიის წინააღმდეგ, ამიტომაც იაპონიამ გადასცა რუსეთს ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ ორგანიზაციის ხელმძღვანელების სია (რომლებიც ახლა მიზნის მისაღწევად გერმანიის იმპერიასთან თანამშრომლებდნენ).

იმპერიამ ეროვნული მოძრაობის გაძლიერებას ფინეთის ადმინისტრაციაში რუსიფიკაციის მოწინააღმდეგეების წმენდით, ცენზურის გაძლიერებით და გენერალ-გუბერნატორების დიქტატურის შემოღებით. წინააღმდეგობის მოძრაობის წარმატებებში აღნიშვნის ღირსია ჯარში გაწვევის კანონის დე-ფაქტო გაუქმება. რეტროსპექტიული თვალთახედვით წინააღმდეგობის მოძრაობა იყო მთავარი ფაქტორი რამაც განაპირობა 1917 წელს ფინეთის დამოუკიდებლობის გამოცხადება.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Sergeevskii, N. D. Finland : the question of autonomy and fundamental laws (1911)
  • Alenius, Kari. "Russification in Estonia and Finland Before 1917," Faravid, 2004, Vol. 28, pp 181-194
  • Huxley, Steven. Constitutionalist insurgency in Finland: Finnish "passive resistance" against Russification as a case of nonmilitary struggle in the European resistance tradition (1990)
  • Polvinen, Tuomo. Imperial Borderland: Bobrikov and the Attempted Russification of Finland, 1898–1904 (1995)
  • Thaden, Edward C. Russification in the Baltic Provinces and Finland (1981).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]