ფილიპე (ოქრომქანდაკებელი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ფილიპე.

ფილიპექართველი ოქრომქანდაკებელი. მოღვაწეობდა XI საუკუნეში ლეჩხუმში, შესაძლებელია — ცაგერში. მის მიერაა შესრულებული ლაღამის ეკლესიის (ზემო სვანეთი) სვიმეონ მესვეტის ხატი, რომელიც წარწერის თანახმად, ანტონ ცაგარელმა (ცაგერის ეპისკოპოსი) შესწირა იშხნის ეკლესიას; ოსტატის სახელი მოხსენიებულია ხატზე გამოსახული სვეტის კვარცხლბეკზე მოთავსებულ წვრილ წარწერაში:„ქრისტე შეიწყალე ფილიპე ოქრომჭედელი“. ხატი ზომით პატარაა (35X23 სმ), გარს უვლის ფართო ჩარჩო. მცენარეული სახეებით შექმნილ მთავარ არშიაში ჩასმულია მედალიონები ქრისტეს, ღვთისმშობლისა და იოანე ნათლისმცემლის წელსზევითა გამოსახულებებით. ფილიპეს მიაწერენ თეკალის (ქვემო სვანეთი) ღვთისმშობლის ხატის ავტორობას. თუმცა მას ოსტატის სახელი არ უზის (ხატი დაკარგულია). ფილიპე ქართული ოქრომქანდაკებლობის აყვავების ხანის ერთი თვალსაჩინო ოსტატთაგანია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]