ფილარეტი (დენისენკო)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
'Патријарх Филарет.jpg
მე-3 კიევისა და სრულიად რუს-უკრაინის პატრიარქი
23 ოქტომბერი, 1995 — 15 დეკემბერი, 2018
ეკლესია: უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია (კიევის საპატრიარქო)
წინამორბედი: ვლადიმირ (რომანიუკი)
მემკვიდრე: თანამდებობა გაუქმდა
 
დაბადების სახელი: მიხაილო ანტონის ძე დენისენკო
დაბადება: 23 იანვარი, 1929 (1929-01-23) (90 წლის)
ბლაგოდატნოე, ამვროსიევკის რაიონი, დონეცკის ოლქი, უკრაინა
 
ხელმოწერა: Philaret (Denisenko) Signature 2014.png
Ukrainian Orthodox Church emblem.png
 
ჯილდოები:
უკრაინის გმირი

ფილარეტი (ერისკაცობაში — მიხაილო ანტონის ძე დენისენკო, უკრ. Михайло Антонович Денисенко; დ. 29 იანვარი, 1929, ბლაგოდატნოე, ამვროსიევკის რაიონი, დონეცკის ოლქი, უკრაინა) — უკრაინელი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე. უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური (1995), რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ყოფილი მიტროპოლიტი. 2018 წლის ოქტომბრიდან კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოს მიერ კანონიკურ სტატუსში აღდგენილი.[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პატრიარქი ფილარეტი, 2018 წლის 4 სექტემბერი

მოსკოვის საპატრიარქო კიევის მიტროპოლიტებად ყოველთვის ეთნიკურად რუსებს ნიშნავდა. 1966 წელს კიევის მიტროპოლიტად დაინიშნა ეთნიკურად უკრაინელი მღვდელმთავარი ფილარეტი (დენისენკო). 1989 წლიდან, საბჭოთა კავშირის დაშლის პროცესში მან უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობის აღდგენისათვის ბრძოლა დაიწყო. 1990 წელს მან მოსკოვის პატიარქ ალექსი II-საგან (რიდიგერი) მიიღო სიგელი, რომლის ძალითაც უკრაინის საეგზარქოსომ მიიღო ავტონომიური თვითმმართველობის უფლება. იმავე წლის ივლისში, უკრაინის ეკლესიის მღვდელმთავართა კრებამ მიტროპოლიტი ფილარეტი ეკლესიის მეთაურად აირჩია. ეს გადაწყვეტილება დაამტკიცა 1991 წლის კიევის საეკლესიო კრებამ, რომელშიც სამღვდელოება და ერისკაცებიც მონაწილეობდნენ. პარალელურად დაიწყო მოძრაობა სრული ავტოკეფალიის მოსაპოვებლად. 1990 წლის ივნისში, კიევში შედგა კრება, რომელმაც კიევის მიტროპოლიის ტახტის მოსაყდრე მსტისლავი (სკრიპნიკი) უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის მეთაურად აირჩია, ხოლო თვით ეკლესიას საპატრიარქოს სტატუსი მიანიჭა. მრავალი წლის ემიგრაციის შემდეგ, მიტროპოლიტი მსტისლავი სამშობლოში დაბრუნდა.[2]

1991 წელს უკრაინამ სახელმწიფო დამოუკიდებლობა გამოაცხადა. იმავე წლის ნოემბერში, კიევო-პეჩორის მოინასტერში შედგა საეკლესიო კრება, რომელმაც ავტოკეფალია გამოაცხადა და დამოუკიდებელი ეკლესიის მეთაურად მიტროპოლიტი ფილარეტი (დენისენკო) აირჩია.[3] [4]

1992 წლის იანვარში სამმა ეპისკოპოსმა უარყო უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია. მათ ოფიციალურად დაუჭირა მხარი პატრიარქმა ალექსი II-მ. 1992 წლის 30 მარტს შედგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავართა კრება, რომელშიც მიტროპოლიტი ფილარეტიც მონაწილეობდა. მოსკოვში მასზე ძლიერი ზეწოლა განახორციელეს, რათა გადამდგარიყო უკრაინის ეკლესიის მეთაურობიდან. მიტროპოლიტმა ფილარეტმა კრებაზე განაცხადა, რომ „ეკლესიაში მშვიდობის შენარჩუნებისათვის, მომავალ კრებაზე წარადგენდა გადადგომის თხოვნას“. მიტროპოლიტმა ფილარეტმა ეს განცხადება იმისათვის გააკეთა, რომ მოსკოვიდან ცოცხალი გამოეშვათ. კიევში დაბრუნებულმა მიტროპოლიტმა ფილარეტმა მიიღო გადაწყვეტილება დარჩენილიყო ეკლესიის მეთაურად. მოსკოვის საპატრიარქომ იგი გადაყენებულად გამოაცხადა, რისი უფლებაც მას არ ჰქონდა.[5]

1992 წლის 27 მაისს, მოსკოვიდან მიღებული დირექტივების შესაბამისად, მიტროპოლიტმა ნიკოდიმემ (რუსნაკი), ხარკოვში მოიწვია ე.წ. „მღვდელმთავართა კრება“, რომელმაც მოსკოვის საპატრიარქოს იურისდიქციაში შემავალი უკრაინის ეკლესიის მეთაურად როსტოვის მიტროპოლიტი ვლადიმირი (საბოდანი) აირჩია. 1992 წლის 11 მაისს რუსეთის ეკლესიის მღვდელმთავართა კრებამ მიტროპოლიტი ფილარეტი (დენისენკო) ეკლესიიდან განკვეთა. ამავე წლის 25-26 მაისს კიევში შეიკრიბნენ მიტროპოლიტ მსტისლავის და მიტროპოლიტ ფილარეტის იურისდიქციის წარმომადგენლები და გაერთიანება გამოაცხადეს. ამ გაერთიანების შედეგად ჩამოყალიბდა უკრაინის მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესია - კიევის საპატრიარქო. მეთაურად აირჩიეს მიტროპოლიტი მსტისლავი, ხოლო მის მოსაყდრედ (მოადგილედ) მიტროპოლიტი ფილარეტი.[6]

1993 წლის ივნისში გარდაიცვალა კიევის პატრიარქი მსტისლავი და საეკლესიო კრებამ საპატრიარქო ტახტზე აირჩია მიტროპოლიტი ვლადიმირი (რომანიუკი), 1995 წლის ივლისში გარდაიცვალა კიევის პატრიარქი ვლადიმირი. იმავე წელს, საეკლესიო კრებამ საპატრიარქო ტახტზე აირჩია მიტროპოლიტი ფილარეტი (დენისენკო), რომელიც დღემდე უკრაინის დამოუკიდებელი ეკლესიის მეთაურია.[7]

კანონიკურ სტატუსში აღდგენა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]