შინაარსზე გადასვლა

ფელიქს სობოლევი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფელიქს სობოლევი
დაბადების თარიღი 25 ივლისი, 1931
ხარკივი, უსსრ
გარდაცვალების თარიღი 20 აპრილი, 1984
კიევი, უსსრ
მოქალაქეობა სსრკ
საქმიანობა რეჟისორი
აქტიური 1960-1984

ფელიქს მიხაილოვიჩ სობოლევი (დ. 25 ივლისი, 1931, ხარკივი ― გ. 20 აპრილი, 1984, კიევი) ― უკრაინელი და საბჭოთა დოკუმენტური კინოს რეჟისორი, „კიევის სამეცნიერო კინოსკოლის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, უსსრ-ის ხელვონების დამსახურებული მოღვაწე (1970), სსრკ-ის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1971), საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის წევრი 1965 წლიდან.[1]

ფელიქს სობოლევი 1931 წლის 25 ივლისს ხარკივში დაიბადა. 1953 წელს კიევის თეატრის, კინოსა და ტელემაუწყებლობის ეროვნული უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი, ხოლო 1959 წელს სარეჟისორო ფაკულტეტი დაამთავრა. 1953-1956 წლებში ნიკოლაევის ახალგაზრდა მაყურებელთა თეატრის მსახიობი იყო.

1960 წლიდან სობოლევი კინოსტუდიაში „Киевнаучфильм“ მუშაობდა.

ფელიქს სობოლევი 1984 წლის 20 აპრილს მოულოდნელად გარდაიცვალა. დაკრძალულია ბაიკოვოს სასაფლაოზე.[2]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. СОБОЛЕВ Феликс Михайлович Кино: Энциклопедический словарь/Гл. ред. С. И. Юткевич; Редкол.: Ю. С. Афанасьев, В. Е. Баскаков, И. В. Вайсфельд и др.- М.: Сов. энциклопедия, 1987.- 640 с., 96 л. ил.
  2. Соболев Феликс Михайлович, 25.07.1931-20.04.1984. ციტირების თარიღი: 2020-12-13.