ფედერალური ლიგა
| ფედერალური ლიგა ესპ. Liga Federal ან Liga de los Pueblos Libres აუღიარებელი სახელმწიფო | |||||||
| |||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||
ფედერალური ლიგა (ვარდისფრად) | |||||||
| დედაქალაქი | მონტევიდეო | ||||||
| ენა | ესპანური | ||||||
| რელიგია | კათოლიკობა | ||||||
| მმართველობის ფორმა | კონფედერაცია | ||||||
| პირველი ლიდერი | ხოსე ხერვასიო არტიგასი | ||||||
ფედერალური ლიგა ან თავისუფალ ხალხთა ლიგა (ესპ. Liga Federal ან Liga de los Pueblos Libres) - ყოფილი კონფედერაციული სახელმწიფო სამხრეთ ამერიკაში, მონტევიდეოს გარშემო. არსებობდა 1815 -1820 წლებში. მოიცავდა თანამედროვე ურუგვაის ტერიტორიას მთლიანად და მის მოსაზღვრე არგენტინის გარკვეულ ტერიტორიას.
შეიქმნა რიო-დე-ლა-პლატის ვიცე-სამეფოს დაშლის შემდეგ. მისი არსებობა კი იმით დამთავრდა, რომ ტერიტორიის ნაწილი ბრაზილიის იმპერიამ დაიპყრო, ნაწილი კი რიო-დე-ლა-პლატის გაერთიანებულმა პროვინციებმა.
მიუხედავად იმისა, რომ ამ სახელმწიფოს გეგმებში შედიოდა მთელი თანამედროვე არგენტინის ტერიტორიის მიერთება, ეს გეგმა განუხორციელებელი აღმოჩნდა და ის ძირითადად მონტევიდეოსა და ე.წ. "Banda Oriental"-ის გარშემო დარჩა კონცენტრირებული.
დღეისათვის, ფედერალური ლიგა თანამედრეოვე ურუგვაის წინაპრად მიიჩნევა.