ფარქუარის კუნძულები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფარქუარის კუნძულები
მშობ. სახელი: ინგლ. Farquhar

ფარქუარის კუნძულები: ზემოთ მდებარეობს ატოლი პროვიდენსი, მარცხნივ კუნძული სენ-პიერი, ქვემოთ ატოლი ფარქუარი
გეოგრაფია
მდებარეობა ინდოეთის ოკეანე
კოორდინატები 10°10′00″ ს. გ. 51°10′00″ ა. გ. / 10.16667° ს. გ. 51.16667° ა. გ. / -10.16667; 51.16667
მთავარი კუნძული ფარქუარი
ფართობი 10,68 კმ²
სეიშელის დროშა სეიშელის კუნძულები
ოლქი სეიშელის გარე კუნძულები
დემოგრაფია
მოსახლეობა 21
სიმჭიდროვე 1,966 ად. /კმ²
ფარქუარის კუნძულები — ინდოეთის ოკეანე
ფარქუარის კუნძულები

ფარქუარის კუნძულები (ინგლ. Farquhar) — სეიშელის გარე კუნძულებში შემავალი კუნძულთა ჯგუფი. კუნძულები მდებარეობს 700 კმ-ზე უფრო მეტ მანძილზე სამხრეთ-დასავლეთით სეიშელის კუნძულების დედაქალაქ ვიქტორიადან, კუნძულ მაეზე. ხმელეთის ფართობი არ აღემატება 11 კმ²-ს, მაგრამ მთელი ტერიტორიის ფართობი დაახლოებით 370 კმ²-ია.

კუნძულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუნძულთა ჯგუფი მოიცავს ორ ატოლს, ერთ ცალკე კუნძულს და ერთ რიფს:

  1. სენ-პიერი — კუნძული,
  2. ფარქუარი — ატოლი, რომელიც შედგება ორი დიდი და რამდენიმე უფრო მომცრო კუნძულებისგან,
  3. პროვიდენსი — ატოლი, რომელიც შედგება პროვიდენსის და სერფის კუნძულებისაგან,
  4. უიზარდის რიფი.
კუნძულები ფართობი,
კმ²
მოსახლეობა,
ად.
სიმჭიდროვე,
ად./კმ²
ატოლი ფარქუარი 7,5 15[1] 2,00
კუნძული სენ-პიერი 1,68 0 0
ატოლი პროვიდენსი 1,5 6[2] 4,00
უიზარდის რიფი 0 0 0
სულ 10,68 21 1,97

ფაუნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Farqua quadrimaculata — Oonopidae-ს ოჯახის ობობების სახეობა, ფარქუარის კუნძულების ერთადერთი ცნობილი ენდემი.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუნძულებზე მდებარეობს მხოლოდ ორი დასახლება, ატოლ ფარქუარის ჩრდილოეთ კუნძულზე და ატოლ პროვიდენსზე მდებარე ერთ-ერთ კუნძულზე.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. The Seychelles Islands - Farquhar Atoll. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-21. ციტირების თარიღი: 2015-08-21.
  2. The Seychelles Islands - Providence Atoll. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-21. ციტირების თარიღი: 2015-08-21.