სენ-პიერი (კუნძული, სეიშელის კუნძულები)
იერსახე
| მშობ. სახელი: ინგლ. St Pierre Island ფრანგ. Île Saint-Pierre | |
|---|---|
|
სენ-პიერის კუნძულის ხედი ჰაერიდან | |
| გეოგრაფია | |
| მდებარეობა | ინდოეთის ოკეანე |
| კოორდინატები | 09°19′52″ ს. გ. 50°43′38″ ა. გ. / 9.33111° ს. გ. 50.72722° ა. გ. |
| ფართობი | 1,68 კმ² |
| ოლქი | სეიშელის გარე კუნძულები |
| დემოგრაფია | |
| მოსახლეობა | დაუსახლებელი (2015) |
სენ-პიერი (ინგლ. St Pierre Island, ფრანგ. Île Saint-Pierre) — კუნძული ინდოეთის ოკეანის დასავლეთ ნაწილში, რომელიც შედის სეიშელის გარე კუნძულების ფარქუარის კუნძულების ჯგუფში.
კუნძული სენ-პიერი განლაგებულია 704 კმ-ზე მეტ მანძილზე სამხრეთ-დასავლეთით კუნძულ მაეზე არსებულ სეიშელის კუნძულების დედაქალაქ ვიქტორიადან. მდებარეობს 35 კმ-ით დასავლეთით ატოლ პროვიდენსის კუნძულ სერფიდან და 500 კმ-ში ატოლ ალდაბრიდან.
სენ-პიერის კუნძულს აქვს თითქმის სწორი წრიული ფორმა 1,6-1,4 კმ, კუნძულის ფართობია — 1,68 კმ². წარმოადგენს ზღვიდან ამოშვერილ კლდეს, რომელზეც იზრდება რამდენიმე პალმა.
ნავსაყუდლები კუნძულზე არ არსებობენ.