ფარუხ გაიბოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფარუხ გაიბოვი
Fərrux Qayıbov
ეროვნება აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანელი
დაბადების თარიღი 2 ოქტომბერი 1891
დაბადების ადგილი აშაღი-სალაჰლი, ყაზახი, აზერბაიჯანი
გარდაცვალების თარიღი 12 სექტემბერი, 1916 (24 წლის)
გარდაცვალების ადგილი გროდნო, ბელარუსი
კუთვნილება {{{link alias-s}}} დროშა რუსეთის იმპერია
ჯარის სახეობა რუსეთის იმპერიის სამხედრო-საჰაერო ძალები, არტილერია
სამხედრო სამსახურის წლები 1913—1916
წოდება ლეიტენანტი
ბრძოლები/ომები პირველი მსოფლიო ომი
ჯილდოები წმინდა გიორგის ორდენი, წმინდა ანას ორდენი, წმინდა სტანისლავის ორდენი
კავშირი ალი-აღა შიხლინსკი, ნიგარ შიხლინსკაია
ფარუხ გაიბოვი ვიკისაწყობში

ფარუხ აღა მამედქარიმ აღას ძე გაიბოვი (აზერ. Qayıbov Fərrux ağa Məmmədkərim ağa oğlu; დ. 2 ოქტომბერი 1891, აშაღი-სალაჰლი, ყაზახი, აზერბაიჯანი — გ. 12 სექტემბერი 1916, გროდნო, ბელარუსი) — აზერბაიჯანელი წარმოშობის რუსი პილოტი და პირველი მსოფლიო ომის მონაწილე. ითვლება პირველ აზერბაიჯანელ პილოტად.

ბავშვობა და ახალგაზრდობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1870 წელს, ფარუხის მამა, მამედქერიმ აღა, იმპერატორის კონვოის კავკასიური ესკადრილიის, მეოთხე მუსლიმი (აზერბაიჯანული) გვარდიის კადეტი იყო. სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ, იგი გადავიდა მილიციის ოფიცრებში. მომდევნო წლებში, მამედქერიმ აღა მუშაობდა ელიზავეტოპოლის გუბერნიის ყაზახის მაზრის სასამართლოს უფროსად და იმავე გუბერნიის ჯევანშირის მაზრის პოლიციის ოფიცერად. 1894 წლის 30 აგვისტოს, მამედქერიმ აღა სამხედრო სამსახისთვის „წმინდა სტანისლის III ხარისხის“ ორდენით დაჯილდოვდა.[1] ფარუხის მამა მის დაბადებამდე გარდაიცვალა.

ფარახ აღა გაიბოვი დაიბადა 1891 წლის 2 ოქტომბერს, ყაზახის მაზრის სოფელ აშაღი-სალაჰლიში. ფარუხი აღზარდა ბიძამისმა, გამოჩენილი აკადემიური და საზოგადო მოღვაწე სამედ აღა გაიბოვი. ფარუხ აღა ხუთი წლის განმავლობაში სწავლობდა თავისი მშობლიური სოფლის რუსულ-აზერბაიჯანულ სკოლაში, ხოლო შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის კადეტთა კორპუსში, ალი-აღა შიხლინსკის რჩევით.[2] 1910 წლის 16 ივნისს სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, მან ჩააბარა კონსტანტინოვსკის საარტილერიო სკოლაში. სკოლაში იგი გამოირჩეოდა დაკვირვებით, გამბედაობით და იარაღით სროლაში. აქ ფარუხ აღა დააჯილდოვეს შვეიცარიული კომპანიის „Pavel Bure“-ის ოქროს საათით. საარტილერიო სკოლის დამთავრების შემდეგ, იგი დაინიშნა მეორე ლეიტენანტად და გადავიდა კავკასიის პირველი არმიის 39-ე საარტილერიო ბრიგადის მეორე საარტილერიო ბატალიონში, სადაც დაინიშნა მე-4 ბატარეის უმცროს ოფიცრად.[3]

მონაწილეობა პირველ მსოფლიო ომში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფარუხ აღა პირველი მსოფლიო ომის დროს მონაწილეობა მიიღო კავკასიის კამპანიაში. 1915 წლის 31 აგვისტოს, იგი დააწინაურეს პირველ ლეიტენანტის წოდებამდე. 1916 წლის 3 თებერვალს, გაიბოვი დირიჟაბლების ესკადრილიის შემადგენლობაში, დასავლეთის ფრონტზე გაიგზავნა. 21 მაისს, იგი „ილია მურომეცი №16“-ის დირიჟაბლის საარტილერიო ოფიცერად დაინიშნა, რომელიც იგორ სიკორსკიმ სანქტ-პეტერბურგში, რუსეთ-ბალტიის ქარხანაში ააგო.

ომის დაწყებამდე, რუსეთს ყველაზე მსხვილი საავიაციო ფლოტი ჰყავდა: 244 თვითმფრინავი და 39 ესკადრონი.[4] საომარი მოქმედებების დაწყებამდე, რუსეთს საჰაერო ფლოტს 221 პილოტი, 170 ოფიცერი, 35 ქვედა რანგის ოფიცერი და 16 მოხალისე ჰყავდა.

ომის დაწყებისას ლოგისტიკა აღმოჩნდა არაეფექტური ბენზინის, აბუსალათინის ზეთის, სათადარიგო ნაწილების, კარვებისა და სხვა საავიაციო საშუალებების მხრივ. საჰაერო ხომალდები ჩვეულებრივ მწყობრიდან გამოდიოდნენ მშრალ ამინდში, განსაკუთრებით ცუდ ამინდთან ერთად, როდესაც კარვებისა და გადაადგილებადი ანგარების სიმწირის გამო. ომის პირველივე თვის შემდეგ, ბევრი ესკადრონი იძულებული გახდა სახლში დაბრუნებულიყო.

გაიბოვი „ილია მურომეცი №16“-ის შემადგენლობაში არბევდა მტრის პოზიციას.

ბოლო გაფრენა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1916 წლის 12 სექტემბერს, გენერალური შტაბის მეთაურის პოლკოვნიკ ბრანტის თავადობით ჩატარდა რეიდი, ორი თვითმფრინავის თანხლებით, მათ შორის „ილია მურომეცის“ მონაწილეობით. რეიდის მიზანი იყო ბორუნი, რომელიც ფრონტის ხაზიდან 12 ვერსტის დაშორებით იყო, სადაც გავრცელებული ინფორმაციით, გერმანული ქვედანაყოფების საარტილერიო საწყობები და აეროდრომი იყო.[5]

ფარუხის სამხედრო ესკადრილია შევიდა კრევში და 100 კილოგრამიანი ბომბი ჩამოაგდო, რის შედეგადაც მტერმა უკან დაიხია.

ექვსი დღის შემდეგ, 1916 წლის 18 სექტემბერს გაზეთი „პეტროგრადსკიე იზვესტია“ წერდა: „გენერალური შტაბი ამცნობს, რომ ჩვენი თვითმფრინავები ბორან-კრევოს რაიონის დასავლეთ ფრონტზე მტრის უკანა მხარეს შეიჭრნენ, ზუსტი შეტევებით სხვადასხვა წერტილები ააფეთქეს, მათ შორის მტრის საწყობები, სატრანსპორტო საშუალებები, რკინიგზის სადგურები და ავტომობილები, ფარუხ აღა გაიბოვი და მისი გუნდი ჩაერთნენ მტერთან ბრძოლაში და გაანადგურეს ოთხი გერმანული თვითმფრინავი, ორი ალბატროსის თვითმფრინავის განადგურების შემდეგ, ისინი მტრის ტერიტორიაზე ჩამოვარდნენ და დაიღუპნენ“.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1915 წლის 8 ნოემბერს, ფარუხ აღა გაიბოვი დაჯილდოვდა „წმინდა სტანისლავის III ხარისხის“ ორდენით მახვილისა და მშვილდთან ერთად, 14 დეკემბერს დაჯილდოვდა „წმინდა ანას IV ხარისხის“ ორდენით.

1916 წელს, იგი დაჯილდოვდა „წმინდა სტანისლავის II ხარისხის“ ორდენით და ხმლებით. 1917 წლის 26 იანვარს, გაიბოვს მიენიჭა „წმინდა ანას II ხარისხის“ ორდენი ხმლებთან ერთად (სიკვდილის შემდეგ). 14 მარტს დაჯილდოვდა „წმინდა ანას III ხარისხის“ ორდენით. 25 მარტს, მტერთან საჰაერო ბრძოლისას დაღუპული 39-ე არტილერიის ბრიგადის ლეიტენანტი, ფარუხ აღა გაიბოვი დაჯილდოვდა „წმინდა გიორგის IV ხარისხის“ ორდენით.

გმირის ხსოვნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პილოტების ტრადიციის მიხედვით, გერმანულმა თვითმფრინავმა ჩამოაგდო შეტყობინება სადაც ეწერა, რომ გერმანელი ჯარისკაცები პილოტი სამხედრო პატივით დაკრძალეს.[6][7]

ცოტა ხნის წინ, დაღუპული თვითმფრინავის ეკიპაჟის საფლავი აღმოაჩინეს სოფელ ბორუნში, გერმანიის სასაფლაოზე. სავარაუდოდ, 1930 წელს ამ სასაფლაოზე რუსული მფრინავები იქნენ დამარხული, როდესაც პოლონეთის მთავრობა გერმანელებს გადასცა. ჯვარზე დაწერილი იყო: „4 NIEZNANYCH ROS.LOTN.25.16“, რაც ნიშნავს: „უცნობი 4 პილოტი დაკრძალეს 25.16“. თარიღი ეწერა ევროპის კალენდრის მიხედვით. დაკრძალვის თვე არ აღმოჩნდა წარწერაში. იქ დასაფლავებული იყვნენ გმირები და პილოტები:

  • ლეიტენანტი მაკეევი დიმიტრი დიმიტრიევიჩი;
  • ლეიტენანტი რახლინ მიტროფან ალეკსეევიჩი;
  • ლეიტენანტი გაიბოვი ფარუხ;
  • ლეიტენანტი კარპოვი ოლეგ სერგრიევიჩი.

1971 წელს, ყაზახ-თოუზის საარჩევნო ოლქიდან, საბჭოთა კავშირის უზენაესი საბჭოს დეპუტატად აირჩიეს საავიაციო მარშალი, პაველ კუტახოვი. საარქივო დოკუმენტების ანალიზის და კორექტირების შემდეგ, პაველ კუტახოვმა გმირი გადაასვენა თავის სამშობლოში.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]