ნიგარ შიხლინსკაია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ნიგარ შიხლინსკაია
Nigar Shikhlinskaya.jpg
მშობლიური სახელი Nigar Şıxlinskaya
დაბადების სახელი ნიგარ გაიბოვა
დაბადების თარიღი 10 ოქტომბერი 1871 ან 21 მარტი 1878
თბილისი, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 15 აგვისტო 1931
ბაქო, აზერბაიჯანის სსრ (დღეს აზერბაიჯანი)
ეროვნება აზერბაიჯანელი
მოქალაქეობა {{{link alias-s}}} დროშა რუსეთის იმპერია
საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქმიანობა მედდა
მეუღლე(ები) დერვიშ-ბეკ ფალავანდიშვილი
ალი-აღა შიხლინსკი
მშობლები მამა: ჰუსეინ ეფენდი გაიბოვი

ნიგარ ჰიუსეინ ეფენდის ასული შიხლინსკაია (აზერ. Nigar Hüseyn Əfəndi qızı Şıxlinskaya; დ. 10 ოქტომბერი, 1871 ან 21 მარტი, 1878, თბილისი, რუსეთის იმპერია — გ. 15 აგვისტო, 1931, ბაქო, აზერბაიჯანის სსრ) — პირველი აზერბაიჯანელი მოწყალების მედდა, პირველი მსოფლიო ომის დროს წითელ ჯავრთან არსებული ოფიცერთა საარტილერიო სკოლის ქალთა საავადმყოფოს თავმჯდომარე.[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნიგარ შიხლინსკაია დაიბადა თბილისში. აზერბაიჯანელი განმანათლებლის, ჰუსეინ ეფენდი გაიბოვის ქალიშვილია. დერვიშ-ბეკ ფალავანდოვის, რომელიც ფალავანდიშვილების საგვარეულოდან იყო, გარდაცვალების შემდეგ, 1909 წლის 27 ოქტომბერს, პოლკოვნიკ ალი-აღა შიხლინსკის გაყვა ცოლად და ცარსკოე-სელოში ჩასახლდა. თავის მოგონებებში შიხლინსკი წერდა: „ჩემი ცოლი ყოველთვის იყო ლაზარეთში, სადაც თავისი პირდაპირი მოვალეობის ანუ თავმჯდომარეობის გარდა, ასევე ოფიცრების ოჯახებს წერილებს წერდა რუსულად, ყაზანის თათრულად, ყაზახურად და სხვ. ჯარისკაცები მას მამაშას უწოდებდნენ“.[1]

1914 წლის 1 აგვისტოს, რუსულმა გაზეთმა „Русский инвалид“ გამოაქვეყნა შიხლინსკაიას მოწოდება ჯარისკაცების მეუღლეებისათვის.

ნიგარ შიხლინსკაიას ბიძაშვილი ფარუხ გაიბოვი იყო, რომელიც პირველ აზერბაიჯანელ სამხედრო პილოტად ითვლება. გაიბოვი, 1916 წლის 12 სექტემბერს გარდაიცვალა.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 ჩემი მოგონებები შიხლინსკი ა. ა.