ფარიდა მამედოვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ფარიდა მამედოვა (დ. 8 აგვისტო, 1936, ალი-ბაირამლი) — აზერბაიჯანელი ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი. აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი. მუშაობს კავკასიის ალბანეთის ისტორიაზე.

დაასრულა აზერბაიჯანის სახელმწიფო უნივერსიტეტი. არის 60-ზე მეტი ნაშრომის ავტორი. 1978 წლიდან ასწავლის მშობლიურ უნივერსიტეტში.

თანამემამულეების მძაფრი კრიტიკა გამოიწვია მისმა ნაშრომმა „კავკასიის ალბანეთი და ალბანელები“. მას უწოდეს „სამშობლოს გამყიდველი“ და „სომხების აგენტი“. მისი კრიტიკა გამოიწვია წიგნში შესულ ერთ-ერთ რუკაზე სახელმწიფო დიდი სომხეთის დატანამ. ფიქრობდნენ, რომ მისი ნაშრომი წინააღმდეგობაში მოდის აზერბაიჯანის სახელმწიფო ინტერესებთან.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]