შინაარსზე გადასვლა

უშ-ურექჩენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
უშ-ურექჩენი
რუს. Уш-Урэкчэн
კოორდინატები: 65°30′ ჩ. გ. 162°00′ ა. გ. / 65.500° ჩ. გ. 162.000° ა. გ. / 65.500; 162.000
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეული ჩუკოტკის ავტონომიური ოკრუგი
უმაღლესი წერტილი 1685 მ
სიმაღლე 900–1600 
სიგრძე 230 კმ
უშ-ურექჩენი — რუსეთი
უშ-ურექჩენი

უშ-ურექჩენი[1] (რუს. Уш-Урэкчэн) — ქედი რუსეთში, ჩუკოტკის ავტონომიურ ოკრუგში; ომოლონისა და ოლოის წყალგამყოფი. სიგრძე 230 კმ, სიმაღლე 900-დან 1600 მეტრამდე (აღმოსავლეთ ნაწილში; უდიდესი 1685 მ). აგებულია გრანიტითა და გაბროთი, რომლებიც შეჭრილია დევონური, პერმული, ტრიასული და იურული პერიოდის ნალექებში; ადგილ-ადგილ ეფუზივების ვრცელი საფრებია. გავრცელებულია საშუალო მთის რელიეფი, ალაგ-ალაგ — პლატოსებრი. კალთებზე და ხეობათა ფსკერზე 500–600 მ სიმაღლემდე მეჩხერი ტყეებია, უფრო მაღლა — მთის ტუნდრა.[2]

  1. საბჭოთა კავშირის გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 213.
  2. Уш-Урэкчэн // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 27 — М., 1977.