უსანეთი
იერსახე
უსანეთი | |
---|---|
კოორდინატები: 42°11′20″ ჩ. გ. 44°16′10″ ა. გ. / 42.1889083° ჩ. გ. 44.2696222° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | შიდა ქართლის მხარე მცხეთა-მთიანეთის მხარე |
სიმაღლე | 1862 მ |
ქედი | უსანეთის ქედი |
ამგებელი ქანები | კონგლომერატი, ქვიშა და თიხა |
უსანეთი — მთა საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ერედვისა და მცხეთა-მთიანეთის მხარის ახალგორის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე. მდებარეობს ხარულის ქედის სამხრეთ განშტოებაზე, უსანეთის ქედზე (მდინარეების მეჯუდისა და ლეხურის წყალგამყოფი). სიმაღლე ზღვის დონიდან 1862 მ. აგებულია ნეოგენის კონგლომერატებით, ქვიშებითა და თიხებით. შემოსილია მეორეული სუბალპური ბალახეულით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჯანელიძე ჭ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 183.