ურსულა კრებერ ლე გუინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ურსულა კ. ლე გუინი)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ურსულა კრებერ ლე გუინი
UrsulaLeGuin.01.jpg
დაბ. თარიღი 21 ოქტომბერი 1929(1929-10-21)[1] (87 წელი)
დაბ. ადგილი ბერკლი[2][3][4][5]
საქმიანობა მწერალი, სცენარისტი, მთარგმნელი, რომანისტი, პოეტი[6], ავტორი[7], ლიტერატურული კრიტიკოსი, სამეცნიერო ფანტასტი მწერალი, ფემინისტი და საბავშვო მწერალი
მოქალაქეობა Flag of the United States.svg აშშ[7]
ალმა-მატერი ჰარვარდის უნივერსიტეტი და კოლუმბიის უნივერსიტეტი
ჟანრი სამეცნიერო ფანტასტიკა
Magnum opus ზღვამიწეთი, ჰაინის ციკლი, The Lathe of Heaven, ყანჩის თვალი, მალაფრენა, საწყისი ადგილი, ყოველთვის ბრუნდება შინ, დასავლეთი სანაპიროს ლეგენდები, ლავინია, ფრთოსანი კატები, ღამის ენა, ცეკვა ქვეყნის დასალიერში და Steering the Craft
ჯილდოები მარგარეტ ედვარდსის პრემია, პრომეთეს ჯილდო - დიდების დარბაზი, Grand Prix de l'Imaginaire, ჰიუგოს პრემია საუკეთესო მოთხორბისათვის, ჰიუგოს პრემია საუკეთესო მოკლე თხზულებისათვის, ჟანეტ ჰაიდინგერ კაფკას პრემია, პრომეთეს ჯილდო, PEN/Malamud Award, ჯეიმზ ტიპტრი უმცროსის პრემია, ჯეიმზ ტიპტრი უმცროსის პრემია, ლოკუსის პრემია საუკეთესო მოკლე თხზულებისთვის, ჯეიმზ ტიპტრი უმცროსის პრემია, ლოკუსის პრემია საუკეთესო მოკლე თხზულებისთვის, ლოკუსის პრემია საუკეთესო მოკლე თხზულებისთვის, ჰიუგოს პრემია საუკეთესო რომანისათვის, ჰიუგოს პრემია საუკეთესო რომანისათვის, ლოკუსის პრემია საუკეთესო სამეცნიერო-ფანტასტიკური რომანისათვის, ნებულას პრემია საუკეთესო რომანისთვის, ნებულას პრემია საუკეთესო რომანისთვის, ნებულას პრემია საუკეთესო რომანისთვის, პილგრიმის პრემია, World Fantasy Award for Life Achievement, ნებულას პრემია საუკეთესო რომანისთვის, ფენტეზის მსოფლიო პრემია საუკეთესო მოთხორბისათვის, ჰიუგოს პრემია საუკეთესო თხზულებისათვის, ენდევორის პრემია, ენდევორის პრემია, ლოკუსის პრემია საუკეთესო რომანისათვის, ლოკუსის პრემია საუკეთესო რომანისათვის, დეიმონ ნაიტის სამახსოვრო დიდი ოსტატის პრემია, ნებულას პრემია საუკეთესო მოკლე თხზულებისათვის, ლოკუსის პრემია საუკეთესო ფენტეზის ჟანრის რომანისათვის, ნებულას პრემია საუკეთესო მოთხრობისათვის, ნიუბერის მედალი, ლოკუსის პრემია საუკეთესო ფენტეზის ჟანრის რომანისათვის, ფენტეზის მსოფლიო პრემია საუკეთესო რომანისათვის და კონგრესის ბიბლიოთეკის ცოცხალი ლეგენდა[8]
მეუღლე შარლ ლე გუინი
საიტი ursulakleguin.com
Ursula K. Le Guin ვიკისაწყობში

ურსულა კრებერ ლე გუინი (ინგლ. Ursula K. Le Guin; დ. 1929 წლის 21 ოქტომბერს) — ცნობილი ამერიკელი მწერალი და ლიტერატურული კრიტიკოსი. იგი არის მრავალი რომანის, ლექსის, საბავშვო წიგნის, ესეებისა და მოთხრობების ავტორი. განსაკუთრებული პოპულარობა და ცნობადობა მოიპოვა როგორც ფენტეზის და სამეცნიერო ფანტასტიკის წიგნების ავტორმა. მისი ნაშრომები მიმოიხილავენ დაოსიზმის, ანარქიზმის, ეთნოგრაფიის, ფემინიზმის, ფსიქოლოგიისა და სოციოლოგიის თემებს. ის ერთ-ერთი ავტორიტეტული ფანტასტი მწერალია, რომელსაც უამრავი უმაღლესი ჯილდო აქვს მიღებული სამეცნიერო ფანტასტიკის და ფენტეზის ჟანრებში (ჰიუგო, ნებულა, ლოკუსი).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ურსულა ლე გუინი დაიბადა 1929 წლის 21 ოქტომბერს ცნობილ ანთროპოლოგ ალფრედ კრობერის და მწერლის თეოდორა კრობერის ოჯახში. 1901 წელს მამამისმა პირველად ამერიკის ისტორიაში დოქტორის ხარისხი მიიღო ანთროპოლოგიაში (კოლუმბიის უნივერსიტეტში), შემდგომ ის გადავიდა კალიფორნიის უნივერსიტეტში (ბერკლი) სადაც ასევე პირველმა დააარსა ანთროპოლოგიის კათედრა.[9]

ურსულამ ბაკალავრის ხარისხი მიიღო რედკლიფის კოლეჯში 1951 წელს, მომდევნო წელს კი დაიცვა სადოქტორო დისერტაცია კოლუმბიის უნივერსიტეტში, თემაზე - „შუასაუკუნეების რომანტიკული ლიტერატურა და აღორძინება“, სპეციალიზირდებოდა ფრანგულ ლიტერატურაზე. ფულბრაიტის პროგრამით საფრანგეთში სწავლისას გაიცნო ისტორიკოსი ჩარლზ ლე გუინი ჯორჯიის შტატიდან, ფრანგული წარმომავლობის ამერიკელი. ისინი 1953 წელს დაქორწინდნენ პარიზში.

ის ბავშვობიდანვე ინტერესდებოდა ლიტერატურით. რვა წლის ასაკში მან თავისი პირველი მოთხრობა გააგზავნა ჟურნალ "Astounding Science Fiction"-ში, თუმცა მოთხრობა არ დაბეჭდეს.[10] ადრეული ნაწარმოებები, რომლებშიც მოქმედება ცენტრალურ ევროპის გამოგონილ ქვეყანა ორსინიაში ხდება, არ მიეკუთვნება ფანტასტიკის ჟანრს. ეს მოთხრობები მხოლოდ მას შემდეგ დაიბეჭდა რაც მწერალმა საქვეყნო აღიარება მოიპოვა ფენტეზის და სამეცნიერო ფანტასტიკის სარბიელზე. ისინი შევიდნენ კრებულში „ორსიანული მოთხრობები“ (1976) და რომანში "მალაფრენა" (1979).

1960-იანი წლების დასაწყისიდან ლე გუინი რეგულარულად აქვეყნებს ფანტასტიკურ მოთხრობებს და რომანებს. საყოველთაო აღიარება მოიპოვა 1969 წელს, როდესაც გამოვიდა მისი რომანი „წყვდიადის მარცხენა ხელი“, რომანმა მიიღო ინგლისურენოვანი ფანტასტიკის ორივე უმაღლესი ჯილდო - „ჰიუგო“ და „ნებულა“. 1974 წელს კი გამოვიდა "The Dispossessed: An Ambiguous Utopia" - რომანი, რომელმაც ასევე ორივე პრემია მოიპოვა. საერთო ჯამში მას ხუთი „ჰიუგო“, ექვსი „ნებულა“, ცხრამეტი „ლოკუსი“ (ყველაზე მეტი ვიდრე სხვა რომელიმე ავტორს) და უამრავი სხვა ჯილდო აქვს მიღებული.

ლე გუინს ორი ქალიშვილი და ერთი ვაჟი ჰყავს. 1958 წლიდან ის ცხოვრობს ქალაქ პორტლენდში, შტატი ორეგონი.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზღვამიწეთის ციკლი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰაინის ციკლი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დასავლეთ სანაპიროს ლეგენდები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]