ურსულა ანდრესი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ურსულა ანდრესი
Ursula Andress Galería Elmyr.jpg
ურსულა ანდრესი 1971 წელს
დაბ. თარიღი ურსულა ანდრესი
19 მარტი, 1936 (1936-03-19) (82 წლის)
ოსტერმუნდიგენი, შვეიცარია
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1954-2005
მეუღლე(ები) ჯონ დერეკი (1957-1966)
პარტნიორ(ებ)ი ჰარი ჰამლინი (1979-1983)
შვილ(ებ)ი დიმიტრი ჰამლინი (დ. 1980)

ურსულა ანდრესი (ინგლ. Ursula Andress; დ. 19 მარტი 1936) — შვეიცარიელ-ამერიკელი მსახიობი და სექს-სიმბოლო. 1962 წელს მონაწილეობა მიიღო პირველ ფილმში ჯეიმზ ბონდის შესახებ „დოქტორი ნოუ“, სადაც შეასრულა „ბონდის გოგოს“ — ჰონი რაიდერის როლი, რისთვისაც ოქროს გლობუსით დაჯილდოვდა. 1967 წელს ითამაშა პაროდიულ კინოკომედიაში „კაზინო როიალი“, სადაც შეასრულა ვესპერ ლინდის როლი.

ურსულა ანდრესი დაიბადა შვეიცარიაში, ოსტერმუნდიგენში, დედამისის — ეროვნებით შვეიცარიელის ანას და მამამისის — ეროვნებით გერმანელის როლფ ანდრესის ოჯახში. ჰონი რაიდერის როლმა ფილმში „დოქტორი ნოუ“ ანდრესს პოპულარობა შესძინა, განსაკუთრებით დამახასიათებელი აღმოჩნდა ნაწყვეტი, სადაც იგი კარიბის ზღვიდან ამოდის თეთრ ბიკინიში, რომელიც საკულტო მომენტი გახდა კინემატოგრაფსა და მოდის ისტორიაში. ანდრესს ჰქონდა მძიმე შვეიცარიულ-ამერიკული აქცენტი, რის გამოც მისი პერსონაჟი გაახმოვანა ნიკი ვან დერ ზილმა, ხოლო კალიფსო იმღერა ინგლისელმა მსახიობმა დიანა კოუპლენდმა.

აღსანიშნავია, რომ ბიკინი, რომელიც მას ეცვა ფილმში „დოქტორი ნოუ“ გაიყიდა აუქციონზე 41,125 ევროდ 2001 წელს. 1965 წელს ანდრესი გაშიშვლდა Playboy-სთვის. 1963 წელს ელვის პრესლისთან ერთად ითამაშა ფილმში „გართობა აკაპულკოში“, ამავე წელს ფრენკ სინატრასთან და დინ მარტინთან ერთად მიიღო მონაწილეობა ფილმში „ტეხასიდან ოთხნი“, ხოლო 1965 წელს მონაწილეობა მიიღო ფილმში „მეათე მსხვერპლი“, სადაც პარტნიორობა გაუწია მარჩელო მასტროიანმა. 1981 წელს როლი შეასრულა ფილმში „ტიტანების ბრძოლა“. 1995 წელს „Empire“-მა ანდრესი აირჩია ერთ-ერთ ყველაზე სექსუალურ ვარსკვლავად კინო-ისტორიაში“.

ურსულა ანდრესი 1957 წელს ცოლად გაჰყვა მსახიობსა და რეჟისორს ჯონ დერეკს, თუმცა 1966 წელს წყვილი ერთმანეთს გაშორდა. ხანგრძლივი ურთიერთობა ჰქონდა ჟან-პოლ ბელმონდოსთან. 1979-1983 წლებში მისი პარტნიორი იყო ჰარი ჰამლინი, რომლისგანაც 1980 წელს შვილი შეეძინა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: