ურმას პაეტი
იერსახე
| ურმას პაეტი | |
| ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი | |
|---|---|
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 12 აპრილი, 2005 – 17 ნოემბერი, 2014 | |
| პრეზიდენტი | არნოლდ რუიტელი, ტოომას ჰენდრიკ ილვესი |
| წინამორბედი | რეინ ლანგი |
| მემკვიდრე | კეიტ პენტუს-როზიმანუსი |
| დაბადებული | 20 აპრილი, 1974 ტალინი, ესტონეთის სსრ |
| საქმიანობა | პოლიტიკოსი |
ურმას პაეტი (ესტ. Urmas Paet; დ. 20 აპრილი, 1974, ტალინი) — ესტონელი პოლიტიკოსი, ევროპის პარლამენტის წევრი 2014 წლიდან. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი 2005-2014 წლებში. რეფორმის პარტიის წევრი.
დაიბადა ტალინში. 1996 წელს დაამთავრა ტარტუს უნივერსიტეტი პოლიტოლოგის სპეციალობით. ამავე წელს გაიარა საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამა ოსლოში. 2003-2005 წლებში ესტონეთის კულტურის მინისტრია. 2005 წლიდან ანდრუს ანსიპის მთავრობაში საგარეო საქმეთა მინისტრია.
საუბრობს ესტონურ, ინგლისურ, რუსულ, გერმანულ და ფინურ ენებზე.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Foreign Minister's Homepage დაარქივებული 2005-04-03 საიტზე Wayback Machine.
- Urmas Paet at Estonian Reform Party's website დაარქივებული 2009-01-17 საიტზე Wayback Machine.