ურბნისის ქუჩა
იერსახე
| ურბნისის ქუჩა | |
|---|---|
| საერთო ინფორმაცია | |
| ქვეყანა |
|
| ქალაქი |
|
| რაიონი | ისნის რაიონი |
| ისტორიული რაიონი | ავლაბარი |
| წინა სახელები | ციხის ქუჩა, მაცხოვრის ქუჩა |
ურბნისის ქუჩა — ქუჩა თბილისში,მდებარეობს ისნის რაიონში (ავლაბარი); ღვინის აღმართიდან ისნის ქუჩამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნეში. თავდაპირველად — ციხის, შემდეგ მაცხოვრის ქუჩა ერქვა. შეტანილია 1903 წელს თბილისის გამგეობის მიერ შედგენილ ქუჩების სიაში. 1923 წელს ურბნისის ქუჩა ეწოდა. ქუჩაზე არის ერეკლე II-ის მეუღლის დარეჯანის სასახლის კომპლექსი „საჩინო“ (XVIII საუკუნე, გადაკეთებულია XIX საუკუნეში), ციხის გალავნის ნაშთი (XVII საუკუნეში).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 174, ISBN 978-99928-20-35-3.