უმეელვენი
იერსახე
უმეელვენი | |
---|---|
![]() | |
ქვეყანა |
![]() |
სიგრძე | 460 [1] კმ |
აუზის ფართობი | 26 814,8 [2] კმ² |
![]() |
უმეელვენი (შვედ. Umeälven) — ერთ-ერთი უმთავრესი მდინარე ჩრდილოეთ შვედეთში. მისი სიგრძე დაახლოებით 460 კმ-ია. სათავეს იღებს სკანდინავიის მთებში, ნორვეგიასთან საზღვრის სიახლოვეს მდებარე ოვერუმანის ტბიდან და მიედინება სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით. მის უდიდეს ნაწილზე, მიუყვება ევროპული ავტომაგისტრალი E12.

დინებისას, იგი გადაკვეთს სტორუმანის ტბას. მისი წყლები ფართოდ გამოიყენება ჰიდროენერგიის მისაღებად. მთავარი შენაკადია მდინარე ვინდელელვენი.
ჩაედინება ბოტნიის ყურეში, ქალაქ უმეოსთან მდებარე პატარა ქალაქ ჰოლმსუნდთან.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- (შვედური) შვედეთის მდინარეები სიგრძის მიხედვით
- (შვედური) ინფორმაცია შვედეთის მდინარეების ჩამონადენზე დაარქივებული 2007-03-11 საიტზე Wayback Machine.
- (შვედური) შვედეთის მდინარეები აუზის ფართობის მიხედვით დაარქივებული 2007-03-11 საიტზე Wayback Machine.
- (შვედური) http://www.umealven.com დაარქივებული 2006-01-14 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ „Umeälven“. Nationalencyklopedin (Swedish). ციტირების თარიღი: 11 July 2010.
- ↑ Län och huvudavrinningsområden i Sverige Swedish. SMHI. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 სექტემბერი 2018. ციტირების თარიღი: 11 July 2010.