ულიუნგური
იერსახე
| ულიუნგური | |
|---|---|
ულიუნგურის თანამგზავრული სურათი | |
| კოორდინატები: 47°15′00″ ჩ. გ. 87°15′00″ ა. გ. / 47.25000° ჩ. გ. 87.25000° ა. გ. | |
| მდებარეობა | |
| ტერიტორიული ერთეული | სინძიანი |
| სიმაღლე ზღვის დონიდან | 468 მ |
| ფართობი | 895 კმ² |
| მაქსიმალური სიღრმე | 12 მ |
ულიუნგური (ჩინ.: 乌伦古湖) — გაუდინარი ტბა ჩინეთში, სინძიანის ავტონომიური რეგიონის ტერიტორიაზე. მდებარეობს ჯუნგარის ვაკის ჩრდილოეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 468 მ სიმაღლეზე.[1] ზედაპირის ფართობი 895 კმ², მაქსიმალური სიღრმე 12 მ.[2] წარსულში ერთიან წყალსატევს ქმნიდა ბაგა-ნურის ტბასთან, რომელთანაც ამჟამად ფშანითაა დაკავშირებული. საზრდოობს მდინარე ურუნგუს წყლებით. ნაპირები უდაბურია, ადგილ-ადგილ მლაშობები და ლერწმის რაყებია. წყალი სუსტად მარილიანია. ზამთარში იყინება. მდიდარია თევზით; მოიპოვება ჩვეულებრივი ქაშაპი, ლოქორია, კარჩხანა, ქორჭილა, ციმორი და ციმბირული ნაფოტა.[1] ზამთრის პერიოდში განვითარებულია თევზჭერა ყინულჭრილში. მდიდარია პლანქტონით.[2]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 Улюнгур | Большая советская энциклопедия
- 1 2 Xinjiang. Xinjiang Photographic Art Press, 1987