ლოქორია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არ უნდა აგვერიოს შემდეგ მნიშვნელობა(ებ)ში: ლოქორა.
ლოქორია

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
რიგი:  კობრისნაირნი
ოჯახი:  კობრისებრნი
სახეობა:  ლოქორია
ლათინური სახელი
Tinca tinca
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 21912

ლოქორია, გუწუ (ლათ. Tinca tinca) — თევზი კობრისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 30 სმ, მასა 500 გ აღწევს, მაღალია, სქელი, ლორწოს სქელი ფენით დაფარული. აქვს წვრილი ქერცლი, მუქი მწვანე ზურგი, ზეთისხილისფერი გვერდები, რომელსაც ოქროს ელფერი დაჰკრავს, პირის კუთხეებში — თითო პატარა ულვაში. ბინადრობს ევროპაში, აზიაში, ობისა და ენისეის აუზებში. საქართველოში ძირითადად შავი ზღვის აუზის მტკნარ წყლებში გვხვდება. ლოქორიას სარეწაო მნიშვნელობა მცირეა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]