უილიამ ჰენრი ტუენჰოფელი
უილიამ ჰენრი ტუენჰოფელი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 16 აპრილი, 1875 ან 1875[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] |
დაბ. ადგილი | კოვინგტონი |
გარდ. თარიღი | 4 იანვარი, 1957 ან 1957[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] |
გარდ. ადგილი | ატლანტა |
მოქალაქეობა | აშშ |
საქმიანობა | გეოლოგია |
უილიამ ჰენრი ტუენჰოფელი (ინგლ. William Henry Twenhofel; დ. 16 აპრილი, 1875, კოვინგტონი — გ. 4 იანვარი, 1957, ატლანტა) — ამერიკელი გეოლოგი. 1921 წლიდან პროფესორია. მისი შრომები მიეძღვნა სტრატიგრაფიას, სედიმენტაციასა და პალეონტოლოგიას. 1908 წელს დაამთავრა იელის უნივერსიტეტი. ასწავლიდა კანზასის (1910-1945) და უისკონსინის (1916-1945) შტატების უნივერსიტეტებში. 1923-1931 წლებში სათავეში ედგა დანალექი წარმონაქმნების შემსწავლელ კომისიას. ტუენჰოფელის ხელმძღვანელობით და უშუალო მონაწილეობით არის შედგენილი ფუნდამენტური განმაზოგადებელი ნაშრომი — „მოძღვრება ნალექთწარმოქმნის შესახებ“ (1925), რომელშიც პირველად არის შეჯამებული და სისტემაში მოყვანილი ცნობები თანამედროვე ნალექებისა და დანალექი ქანების შესახებ. ავტორია აგრეთვე ცნობილი ნაშრომებისა: „უხერხემლოთა პალეონტოლოგია“ (1935) და „სედიმენტაციის საფუძვლები“ (1950).
თხზულებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Principles of sedimentation, 2 ed., N. Y., 1950;
- Principles of invertebrate paleontology, 2 ed., N. Y., 1953 (თანაავტ. R. Shrock).