უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
UEFA Champions League Anthem
ქართ. უეფას ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი

დიდი ბრიტანეთი
ტექსტის ავტორი ტონი ბრიტენი
მუსიკის ავტორი გეორგ ფრიდრიხ ჰენდელი, 1727
შემოღებულ იქნა 1992 წელს

უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი — გერმანელი კომპოზიტორის გეორგ ფრიდრიხ ჰენდელის (1685–1759) ნაწარმოების – „მღვდელი ცადოკის“ (Zadok the Priest, 1727 წელი) არანჟირებული ვერსია. არანჟირების ავტორია ბრიტანელი კომპოზიტორი ტონი ბრიტენი (ტექსტიც მასვე ეკუთვნის). კომპოზიციის შექმნის თარიღია 1992 წელი.[1][2] ჰიმნს ასრულებს ლონდონის „St. Martin’s in the Fields“–ის ტაძრის აკადემიური ქორო, ხოლო მუსიკალურად აფორმებს სამეფო ფილარმონიული ორკესტრი (Royal Philharmonic Orchestra).[1] კომპოზიციის ორიგინალი ვერსია არასოდეს გამოშვებულა, როგორც კომერციული პროდუქტი.

ჩემპიონთა ლიგის ემბლემასთან ერთად, ჰიმნსაც აქვს რამდენიმე ინტერპრეტირებული ვარიანტი. ესენია: მოკლე ვერსია, რომელიც სრულდება უშუალოდ საფეხბურთო მატჩების დაწყებამდე, ელექტრონული ვერსია, ინსტრუმენტალური ვერსია და სხვა.

ჰიმნის სრული ვარიანტი სამწუთიანია. იგი შედგება ორი პატარა კუპლეტისგან და რეფრენისგან. ჰიმნი უეფას 3 ოფიციალურ ენაზე სრულდება: ფრანგულად, გერმანულად და ინგლისურად.

ორიგინალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Ce sont les meilleures équipes Sie sind die allerbesten Mannschaften The main event!
Die Meister Die Besten Les Grandes Équipes The Champions!
Une grande réunion Eine große sportliche Veranstaltung The main event!
Ils sont les meilleurs Sie sind die Besten These are the champions!
Die Meister Die Besten Les Grandes Équipes The Champions!
Die Meister Die Besten Les Grandes Équipes The Champions!

ქართული თარგმანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„ესენი საუკეთესო გუნდებია, (ფრანგ) ესენი საუკეთესო გუნდებია, (გერმ) მთავარიმოვლენა! (ინგ)
ჩემპიონები, (გერმ) საუკეთესონი, (გერმ) დიდებული გუნდები, (ფრანგ) ჩემპიონები! (ინგ)
დიდი ჯახი, (ფრანგ) დიდი სპორტული მოვლენა, (გერმ) მთავარი მოვლენა! (ინგ)
ესენი საუკეთესონი არიან, (ფრანგ) ესენი საუკეთესონი არიან, (გერმ) ესენი ჩემპიონები არიან! (ინგ)
ჩემპიონები, (გერმ) საუკეთესონი, (გერმ) დიდებული გუნდები, (ფრანგ) ჩემპიონები! (ინგ)
ჩემპიონები, (გერმ) საუკეთესონი, (გერმ) დიდებული გუნდები, (ფრანგ) ჩემპიონები! (ინგ)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 UEFA Champions League anthem UEFA.com.
  2. Media, democracy and European culture გვ. 129. Intellect Books, 2009.