უდაბნოს რკინის გამოსადნობი სახელოსნოები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

უდაბნოს რკინის გამოსადნობი სახელოსნოები — არქეოლოგიური ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს მთელს ტერიტორიაზე. მათი უმეტესობა განლაგებულია ხეობებისა და ხრამების ნაპირებზე. სახელოსნოები თარიღდება ძვ. წ. I ათასწლეულის დასაწყისით. სახელოსნოების უმეტესობა აღმოჩენილი იქნა 1980-იან წლებში კახეთის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ, კონსტანტინე ფიცხელაურის ხელმძღვანელობით.

სახელოსნოების დიდი კონცენტრაციაა სოფელ სათაფლის სამხრეთ-აღმოსავლეთით, 5 კილომეტრის მოშრებით, რკინის მთის გარშემო და ამავე ამავე სახელწოდების მთის მიდამოებში, რომელიც დავითგარეჯის აღმოსავლეთით, 4-5 კილომეტრის მოშრებით მდებარეობს. სახელოსნოები წარმოდგენილია წითელი ლაქებით, რასაც ქმნის დამწვარი ლოდები და თიხნარი ნიადაგი. ბევრ მათგანზე კარგად ჩანს ერთ სწორ ხაზზე განლაგებული, რამდენიმე მოგრძო, ოთხკუთხა სათავსი ან მათი კვალი. წესისამებრ, არცერთ მათგამზე არქეოლოგიური მასალა არ აღმოჩნდა.

1988 წელს კახეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ შეისწავლა სოფელ უდაბნოში, მწარე წყლად წოდებულ ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი სახელოსნო. მიწის ზედაპირიდან 60 სანტიმეტრის სიღრმეზე ამოღებულ ნახევრადმიწურულს შიდა მხარეს, ქვის მშრალი წყობით, კედელი ჰქონდა ამოშენებული. სათავსის წინ გაიწმინდა რკინის გამოსადნობი ორი ღუმელი, რომლებიც 1.3 მეტრის დიამეტრის, წრიულად განლაგებული, ვერტიკალურად ჩადგმული, ბრტყელი ქვებით იყო ნაგები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]