შინაარსზე გადასვლა

ტყის ცოცხი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტყის ცოცხი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ოჯახი:  პარკოსნები
ლათინური სახელი
Cytisus

ტყის ცოცხი (ლათ. Cytisus) — მცენარეთა გვარი პარკოსანთა ოჯახისა. ფოთოლმცვივანი ბუჩქებია, იშვიათად — პატარა ხეები. სიმაღლე 2 მ-მდე აღწევს. გვარში გაერთიანებულია 50 სახეობა.

გავრცელებულია ევროპაში, დასავლეთ აზიაში, ჩრდილოეთ აფრიკაში. საქართველოში გვხვდება 2 სახეობა, ორივე კავკასიის ენდემია. იზრდება ტყისპირებზე (ზოგჯერ დიდი ფართობი უკავიათ ტყის უკან დახევის შედეგად), ქვიან და ხირხატიან ადგილებზე. სამკურნალო, დეკორატიული და თაფლოვანი მცენარეებია. შეიცავს ალკალოიდ ციტიზინს.