მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩა (ჩუღურეთის რაიონი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩა.
მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი ჩუღურეთის რაიონი
ისტორიული რაიონი ძველი კუკია
წინა სახელები ელისაბედის ქუჩა, კლარა ცეტკინის ქუჩა

მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩა — ქუჩა თბილისში, ჩუღურეთის რაიონში (ძველი კუკია); ლევ ტოლსტოის ქუჩიდან გიორგი ცაბაძის ქუჩამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნის 20-იან წლებში გერმანელი მოახალშენეების დასახლების შემდეგ და დაერქვა ელისაბედის ქუჩა (დატანილია თბილისის 1851 წლის გეგმაზე). 1922 წელს — კლარა ცეტკინის, 1990 წელს კი მიხეილ წინამძღვრიშვილის სახელი ეწოდა. 1850 წელს ელისაბედის ქუჩაზე ამუშავდა თბილისში პირველი ლუდის ქარხანა, რომლის მფლობელი იყო გერმანელი მადერი. ამჟამად აქ ფუნქციონირებს უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელი კომპანია „ლაღიძე“ (იხ. ლაღიძის წყალი). ქუჩაზე იყო თბილისის უმსხვილესი აგრარული ბაზარი „ცენტრალური სუპერმარკეტი“, ყოფილი „დეზერტირების ბაზარი“ — ასე ეწოდა პირველი მსოფლიო ომის დროინდელი რუსეთის არმიის ჯარისკაცების ხშირი თავშეყრის გამო. შემონახულია XIX საუკუნის დასასრულისა და XX საუკუნის დასაწყისის საცხოვრებელი სახლები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]