შინაარსზე გადასვლა

ტურინის მეტროპოლიტენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტურინის მეტროპოლიტენი
Metropolitana di Torino
ინფორმაცია
ქვეყანაიტალიის დროშა იტალია
ქალაქიტურინის გერბი ტურინი
გახსნის თარიღი4 თებერვალი 2006 წ.
ხაზის სიგრძე15,1 კმ.
სადგურთა რაოდენობა23
ხაზთა რაოდენობა1
მგზავრები დღეში87 000
მგზავრები წელიწადში
ხაზების სქემა

ტურინის მეტროპოლიტენი — მე-6 მეტროპოლიტენი იტალიაში რომის, მილანის, ნეაპოლის, კატანიის, გენუის შემდეგ. გაიხსნა 2006 წლის 4 თებერვალს. თავდაპირველად შედგებოდა 1 ხაზისგან, რომლის ბაზასაც წარმოადგენდა ავტომატური სისტემა VAL. იგი იწყება ქალაქის ცენტრში რკინიგზის მთავარ სადგურზე ”პორტა ნუოვა”, გადაკვეთს ქალაქის ცენტრს სადგურ ”პორტა სუზას” გავლით და გრძელდება დასავლეთით Collegno-მდე.

ტიპური სადგური 19 მ. სიგანით და 60 მ. სიგრძით, მდებარეობს საშუალო სიღრმეზე 16 მ.-ზე. პლატფორმებს გზებისგან აცილებს ბადისებრი კარები. მიუხედავად იმისა, რომ სადგურები ღია მეთოდებით შენდებოდა, გამავალი გვირაბები ჭაბურღილებით გაითხარა (7,8 მ. დიამეტრით).

სამუშაო განრიგი: 04:45 — 24:00.

პიკის საათებში მატარებლები 2 წუთიანი ინტერვალებით მოძრაობენ, დანარჩენ დროს კი — 4-6 წთ.

მოძრავი შემადგენლობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ტურინის მეტრო

2001 წლის ოქტომბერში 23 მატარებლის შეკვეთა ჰქონდა Siemens-ს და ავსტრიაში ააწყვეს. 28 შემადგენელი VAL ფორმირებული 4 ვაგონად სიგანით 2,08 მ., თითოეული მატარებლის სიგრძე კი - 52 მ. იყო.

რეგიონთა გახსნის ქრონოლოგია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]