კატანიის მეტროპოლიტენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კატანიის მეტროპოლიტენი
ინფორმაცია
ქვეყანა იტალიის დროშა იტალია
ქალაქი კატანია
გახსნის თარიღი 1999
ხაზის სიგრძე 8.8 კმ.
სადგურთა რაოდენობა 11
ხაზთა რაოდენობა 1
მგზავრები დღეში
მგზავრები წელიწადში
ხაზების სქემა
კატანიის მეტროპოლიტენის გეოგრაფიული დიაგრამა

კატანიის მეტროპოლიტენი (იტალ. Metropolitana di Catania) — მეტროსისტემა ქალაქი კატანიაში, სიცილია; სამხრეთი იტალია.

მეტრო 1999 წლიდან მუშაობს და 3.8 კმ სიგრძის ერთი ხაზი აქვს. ხაზის ძირითადი ნაწილი მიწისქვეშაა. მატარებლების ბაქანზე გამოჩენა მხოლოდ 15 წუთში ერთხელ ხდება, რადგან ხაზის თითქმის ნახევარი მონაკვეთი ცალლიანდაგიანია. ამიტომაც, მატარებლები მკაცრი განრიგით მოძრაობენ.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სადგურ ბორგოსა და ფ.ს. ცენტრალეს შორის მონაკვეთი ვიწროლიანდაგიანია, რომელიც 1995 წელს აშენდა ადგილობრივი რკინიგზისთვის. ლიანდაგი მოგვიანებით ჩაიტანეს მიწისქვეშ ზემოთ დარჩენილი მარშრუტის მომიჯნავედ. მოსალოდნელია ხაზის სამხრეთის მიმართულებით დაგრძელება.

კატანიის მეტროპოლიტენში სულ ექვსი სადგურია:

  • Borgo
  • Giuffrida
  • Italia
  • Galatea
  • F.S. Stazione Centrale
  • Porto

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]