ნეაპოლის მეტროპოლიტენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნეაპოლის მეტროპოლიტენი
ინფორმაცია
ქვეყანა იტალიის დროშა იტალია
ქალაქი ნეაპოლი
გახსნის თარიღი 28 მარტი, 1993
ხაზის სიგრძე 20,2 კმ.[1]
სადგურთა რაოდენობა 22
ხაზთა რაოდენობა 2[1]
მგზავრები დღეში 470 000 (2005)
მგზავრები წელიწადში
ხაზების სქემა

ნეაპოლის მეტროპოლიტენი (იტალ. Metropolitana di Napoli) — საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემა, რომელიც იტალიის ქალაქ ნეაპოლს ემსახურება. მოიცავს ოთხ მიწისქვეშა ჩქაროსნულ სარკინიგზო ხაზს, გადამყვანი მატარებლების ქსელს, და ოთხ ფუნიკულარულ ხაზს, დაგეგმილი გაფართოებითი სამუშაოებით. ნეაპოლში მეტროპოლიტენს შემოკლებით la Metro-ს უწოდებენ.

1.2 მლნ მოსახლეობით ნეაპოლი იტალიის მეორე უმსხვილესი ქალაქია. 2005 წელს ნეაპოლის მეტროს დღიურად 470,000 მგზავრი გადაჰყავდა (წლიურად 29 მლნ), თუმცა, მშენებარე სადგურების ექსპლუატაციაში შესვლით უკვე 2011 წლისთვის დღიური მგზავრთა გამტარობა 700,000 შეადგენს.

ქალაქში მზადდება მასშტაბური პროექტი, რომელიც მთელი ჩქაროსნული სისტემის გაფანტულ ქსელებს დააკავშირებს ერთმანეთთან. ნავარაუდევია საერთო ჯამში ათი ხაზი, ახალი გადასაჯდომი სადგურებითა და პარკირების ადგილებით. დასასრულ, არსებული ოთხი ფუნიკულარული ხაზი, რომელიც Vomero-ს ფერდობოვან ცენტრალურ უბანს ემსახურება, ერთიან სისტემაში უნდა იქნას ჩართული.

ხაზების საერთო სიგრძეა 53.8 კმ 70 სადგურით, რომელიც დაგეგმილი ხაზბის ამოქმედების შემდეგ ევროპაში 30-ე, ხოლო მსოფლიოში 77-ე ადგილს დაიკავებს საქალაქო რკინიგზის ხაზების სიგრძის მიხედვით. იტალიაში ნეაპოლის მეტროს მესამე ადგილი უჭირავს რომისა და მილანის მეტროპოლიტენების შემდეგ.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იტალიის პირველი რკინიგზის გახსნა პორტიკიდან ნეაპოლამდე 1839

ნეაპოლში პირველი რკინიგზა ნეაპოლ-პორტიკის ხაზი იყო, რომელიც 7.640 კმ სიგრძე გაიყვანეს და ოფიციალურად 1839 წელს გახსნეს, მხოლოდ ცხრა წლის შემდეგ გაიხსნება მანჩესტერის და ლივერპულის საქალაქთაშორისო რკინიგზა.

მე-19 საუკუნის დამლევს სხვადასხვა კომპანიებს შეჯიბრებითობის პრინციპით გაჰყავდათ ხაზები ქალაქის დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით და ღარიბთა დასახლებებიდან ჩრდილოეთის მდიდრების გარეუბნებამდე.

1911 წელს ნეაპოლიდან რომისკენ მიმავალი რკინიგზის მშენებლობა დაიწყო, რომელიც პირველმა მსოფლიო ომამ შეაჩერა, თუმცა, სრულიად მოულოდნელად, 1925 წელს გაიხსნა. ამ ხაზის საქალაქო ნაწილი დღესდღეობით ნეაპოლის მეტრო მეორე ხაზზად არის გადაკეთებული.

1 ხაზზე სადგურ Medaglie d'Oro at Arenell-ში ჩასასვლელი

ფაშიზმის პერიოდში, 1922-1939 წლებში ნეაპოლში რკინიგზის ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად არაერთი სამუშაო ჩატარდა.

ნეაპოლში მიმოფანტული რკინიგზების შეერთების იდეა პირველად 1950-იან წლებში გაჟღერდა როგორც ომის შემდგომ დანგრეული ქალაქის აღდგენითი გეგმის ნაწილი. 1960-იან წლებში უკვე საბოლოო ჩამოყალიბებამდე მისული პროექტი ფინანსების ნაკლებობამ და ქალაქში კორუფციის მაღალმა დონემ შეაჩერა. ხაზების დაკავშირების ბოლო მშენებლობა 1976 წელს დაიწყო, რათა ქალაქის გარეუბნები ცენტრთან დაეკავშირებინათ 1990 წლის ფიფას მსოფლიო ჩემპიონატისთვის.

ნეაპოლის პირველი ჩქაროსნული საქალაქო რკინიგზა საბოლოოდ 1993 წლის 23 მარტს გაიხსნა და Metropolitana Collinare (მთა-გორიანი მეტროპოლიტენი) ეწოდა.

ხაზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Linea d'Metropolitana di Napoli
ნეაპოლის მეტროს ხაზები
სახელი რუკის ფერი გაიხსნა
ამუშავდა
პირველი სექცია
გაიხსნა *
სახელი დაერქვა
ტიპი სიგრძე
/კმ
სიგრძე
/მლ
სადგურები მარშრუტები
წლიურად (მილიონი)
საშუალო მარშრუტები
მილებით (მილიონი)
1 ხაზი ლურჯი 1993* 1993 2001 ღრმა დონე 18[1] 8.38 18[2] 34,675
6 ხაზი ცისფერი 2007[3] 2007 2001 ღრმა დონე 2.3 1.42 4[3]
* სადაც მეტროპოლიტენის ხაზის გახსნამდე რკინიგზა მუშაობდა ძველი ქსელით.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 anm in cifre Italian. Azienda Napoletana Mobilità s.p.a. (ANM). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-05-11. ციტირების თარიღი: 2015-06-19.
  2. metro Italian. Azienda Napoletana Mobilità s.p.a. (ANM). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-06-20. ციტატა: „Serve complessivamente 17 stazioni su un percorso di 18 km di rete, raggiungendo in alcuni punti una pendenza del 5,5%. ([Line 1] serves a total of 17 stations over a distance of 18 km network, reaching in places a slope of 5.5%.)“ ციტირების თარიღი: 2015-06-19. Including Municipio station that opened in June 2015, there are now 18 stations on Line 1.
  3. 3.0 3.1 metro Italian. Azienda Napoletana Mobilità s.p.a. (ANM). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-06-20. ციტირების თარიღი: 2015-06-19.