შინაარსზე გადასვლა

მილანის მეტროპოლიტენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მილანის მეტროპოლიტენი
მილანის სატრანსპორტო სისტემის ლოგო
ინფორმაცია
ქვეყანაიტალიის დროშა იტალია
ქალაქიმილანი
გახსნის თარიღი1 ნოემბერი 1964 წ.
ხაზის სიგრძე102 კმ
სადგურთა რაოდენობა119
ხაზთა რაოდენობა5
მგზავრები დღეში1,39 (2018 წ.)
მგზავრები წელიწადში369 (2018 წ.)
ლიანდაგის სიგანე{{{სიგანე}}}
ელექტროფიკაცია{{{ელექტროფიკაცია}}}
მაქსიმალური სიჩქარე{{{სიჩქარე}}}
ხაზების სქემა
მილანის მეტროსქემა

მილანის მეტროპოლიტენი (იტალ. Rete metropolitana di Milano) — მილანის მიწისქვეშა სატრანსპორტო სისტემა; იტალია. მეტროქსელი მოიცავს ხუთ ხაზს, მათ შორის არის როგორც მეტროს (M ხაზი), ასევე საგარეუბნო-სარკინიგზო (S ხაზი) და რეგიონული-სარკინიგზო მომსახურების (R ხაზი) ხაზები.

  • ხაზი M1 წითელი - 26,9 კმ - 38 სადგური
  • ხაზი M2 მწვანე - 39,4 კმ - 35 სადგური
  • ხაზი M3 ყვითელი - 16,7 კმ - 21
  • ხაზი M4 ლურჯი - 5,7 კმ - 6 სადგური
  • ხაზი M5 იასამნისფერი - 12,9 კმ - 19

მეტრო San Raffaele Gobba/S.Raffaele (ხალხის გადამყვანი) - 0,7 კმ - 2 სადგური

სადგურების საერთო რაოდენობა 106-ია.

მილანში მეტროპოლიტენის აშენებაზე ჯერ კიდევ 1848 წელს დაისვა საკითხი. დანარჩენი პროექტები 1914 და 1925 წელს შეადგინეს. 1937 წლის გეგმით უნდა აშენებულიყო 7 ხაზი, მაგრამ მეორე მსოფლიო ომმა ეს წამოწყებაც შეაჩერა. მეტროს მშენებლობა საბოლოოდ 1957 წელს დაიწყო.

1906 წელს მსოფლიო ბაზრობისთვის ტრამვაის ხაზი აშენდა. ხაზი ბაზრობის ორ მთავარ წერტილს: Piazza d'Armi-სა და Arena Stadium-ს ქალაქის ცენტრთან აკავშირებდა. ხაზის დემონტირება მოხდა რვა წლის შემდეგ. ეს შეიძლება მივიჩნიოთ პირველ დამოუკიდებელ იტალიურ ელექტროფიცირებულ რკინიგზად.

  • მილანის მეტროპოლიტენის პირველი ხაზი (M1) 1964 წელს გაიხსნა 7-წლიანი მშენებლობის შემდეგ და Lotto-სა და Sesto Marelli-ს სადგურებს მოიცავდა. ამჟამად სადგურ Sesto 1º Maggio FS-დან სადგურ Rho Fieramilano /Bisceglie-მდეა დაგრძელებული.
  • 1969 წელს გაიხსნა მეორე ხაზი (M2) Caiazzo-დან Cascina Gobba-მდე (7 სადგურით). დღეისათვის მოიცავს სადგურ Piazza Abbiategrasso /Assago Milanofiori Forum-დან სადგურ Cologno Nord /Gessate-მდე 40,4 კმ-იან მონაკვეთს.
  • 1990 წელს ექსპლუატაციაში შევიდა მესამე ხაზი (M3) 5 სადგურით. დანარჩენი 9 სადგური მესამე ხაზზე ქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთით 1991 წელს გაიხსნა, ხოლო ჩრდილო-აღმოსავლეთით 2004 წელს. 2023 წლისთვის ხაზი იწყება სადგურით San Donato და სრულდება Comasina-ს სადგურზე. მესამე ხაზზე სულ 21 სადგურია.
  • მეოთხე ხაზი Linate Aeroporto - Dateo უახლესია; გაიხსნა 2022 წელს, სადაც 5,7 კმ-ის სიგრძეზე 6 სადგურია განთავსებული.
  • მეხუთე ხაზი Bignami - San Siro Stadio 2013-2015 წლებში ამოქმედდა. მისი სიგრძეა 12,9 კმ და 19 სადგური აქვს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]