ტრიქონისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ტრიქონისი
ტრიქონისის ტბა
ტრიქონისის ტბა
კოორდინატები: 38°33′01″ ჩ. გ. 21°33′15″ ა. გ. / 38.55028° ჩ. გ. 21.55417° ა. გ. / 38.55028; 21.55417
მდებარეობა საბერძნეთის დროშა საბერძნეთი
ფართობი 98,2–98,6 კმ²
მოცულობა 2,868–2,990 კმ³
საშუალო სიღრმე 29–30 
მაქსიმალური სიღრმე 58 
ტრიქონისი — საბერძნეთი
ტრიქონისი

ტრიქონისი (ბერძ. Τριχωνίδα) — საბერძნეთის უდიდესი ტბა. ფართობი 98,6 კმ², სიგრძე 19 კმ, სიგანე 8 კმ. მაქსიმალური სიღრმე 58 მ. უკავია ტექტონიკური ღრმულის ყველაზე დადაბლებული ნაწილი. სანაპიროს სამხრეთი და დასავლეთი ნაპირები უმეტესად დაბლობია, ადგილ-ადგილ დაჭაობებული. ჩრდილოეთი და აღმოსავლეთი ნაპირები ამაღლებულია. ტბის ნაპირები შემოსილია ფიჭვის, ალვის ხეებისა და ოლეანდრისაგან შემდგარი ტყით.

მრავალფეროვანია აქაური ტბის ფაუნაც, გვხვდება 200-მდე სახეობის ფრინველი, რომელთაგან 50 იშვიათი სახეობისაა. ტრიქონისი მდიდარია თევზით. ტბაში მოიპოვება ენდემური სახეობის თევზი. ტბიდან გამოედინება მდინარე, რომელიც ერთვის მდინარე აქელოოსს მარცხენა მხრიდან (იონიის ზღვის აუზი). 2007 წლის 11 აპრილს აქ ძლიერი მიწისძვრა დაფიქსირდა. ეპიცენტრს თვით ტბა წარმოადგენდა. სიახლოვესაა ქალაქი აგრინიონი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]