აქელოოსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აქელოოსი
Acheloos river narrows 03.jpg
მდინარე აქელოოსი
ქვეყანა საბერძნეთის დროშა საბერძნეთი
სათავე პინდის მთები
39°40′36″ ჩ. გ. 21°09′56″ ა. გ. / 39.67667° ჩ. გ. 21.16556° ა. გ. / 39.67667; 21.16556
შესართავი იონიის ზღვა
38°20′06″ ჩ. გ. 21°06′15″ ა. გ. / 38.33500° ჩ. გ. 21.10417° ა. გ. / 38.33500; 21.10417
შესართავის მდებარეობა საბერძნეთი
სიგრძე 217 კმ
აუზის ფართობი 6 329 ათ. კმ²
Acheloos River - Greece - marked course DE.png
აქელოოსის აუზი
აქელოოსი — საბერძნეთი
აქელოოსი
აქელოოსი
Blue 0080ff pog.svg — სათავე, Blue pog.svg — შესართავი
Commons-logo.svg აქელოოსი ვიკისაწყობში

აქელოოსი (ბერძნ. Αχελώος) — მდინარე დასავლეთ საბერძნეთში. გაედინება საბერძნეთის ოთხი პერიფერიის გასწვრივ : თესალია, ეპირი, ცენტრალური საბერძნეთი და დასავლეთ საბერძნეთი. სათავე აქვს პინდის მთებში, მთა ლაკმოსის კალთებზე, ზღვის დონიდან 2000 მ სიმაღლეზე.

სიგრძე 217 კმ, აუზის ფართობი 6 329 კმ². ამრიგად წარმოადგენს საბერძნეთის ერთ-ერთ უდიდეს მდინარეს. ზემო წელში იერთებს მდინარე ასპროპოტამოსს (თეთრი მდინარე), შემდეგ ქმნის ბუნებრივ საზღვარს საბერძნეთის ნომებს შორის. შუა დინებაში იერთებს მდინარე აგრაფიოტისს, მეგდოვას.

პინაიტოლიკოს მთებში აშენებულია კაშხალი, სადაც შეიქმნა წყალსაცავი, რომელიც გაფართოვდა 10-15 კმ-მდე. მდინარეზე აშენებულია 2 კილომეტრიანი სიგრძის ხიდი.

შესართავში მდინარე აქელოოსი იყოფა რამდენიმე ტოტად, რომლებიც თავის მხრივ, შეერთვიან აიტოლიკოსა და მესოლონგიონის ლაგუნებს.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]