ტრირის დიალექტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ტრირის დიალექტი (გერმ.. Trierisch; აგრეთვე — Trierer Platt)) — გერმანული ენის ერთ-ერთი დიალექტი. გავრცელებულია ტრირში, (რაინლანდ-პფალცში). ტრირის დიალექტს მიაკუთვნებენ ე.წ. მოზელის ფრანკული დიალექტების ჯგუფს.

მიუხედავად გავრცელების მცირე არეალისა, ტრირის ერთიანი დიალექტი არ არსებობს, არამედ ქალაქის სხვადასხვა უბნებში, რომლებიც მანამდე ამ ქალაქის მიმდებარე სოფლები იყო, საუბრობენ განსხვავებულად, - კიურენცის, ოლევიგის, ბივერის, პფალცელის, ოირენის, ერანგის და ა.შ. ვარიანტებზე.

თვითონ ქალაქის ისტორიულ ნაწილში მცხოვრებ ბიურგერულ წრეებში, რომლებიც დროის განმავლობაში პრუსიის მიერ ტრირში მოვლენილ და მერე სამუდამოდ აქ დამკვიდრებულ საჯარო მოხელეთა შთამომავალნი არიან, არ ცნობენ ამგვარ დაყოფას.

როგორც ცნობილია, XIX საუკუნის დასაწყისში ტრირი პრუსიის შემადგენლობაში (1815 წელი) გადავიდა. პრუსიელი საჯარო მოხელეების ქალაქში შემოსვლამ და საქმიანობამ ნელ-ნელა თავისი კვალი დაატყო ადგილობრივ მცხოვრებთა მეტყველებასაც: მოაძლიერა გერმანული ენა და პირიქით, მინიმუმამდე დაიყვანა, ან სულაც განდევნა ფრანგულენოვანი ლექსიკურ-ფრაზეოლოგიური და კულტურული დანატოვარი.

გერმანულენოვან საენათმეცნიერო ლექსიკონებსა და ენციკლოპედიურ ცნობარები (ბუსმანის, მეცლერის) დუმან ტრირის განსაკუთრებული სახის დიალექტების არსებობის შესახებ.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Lenz, Alexandra N.: Moselfränkisch. Eine populärwissenschaftliche Einführung am Beispiel der Region Wittlich. — Wittlich, 2007.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]