ტრედლასკაგი
იერსახე
ტრედლასკაგი (ისლ. Tröllaskagi — ტროლების ნახევარკუნძული) — ნახევარკუნძული ისლანდიაში.
ნახევარკუნძული ტრედლასკაგი მდებარეობს ისლანდიის ჩრდილო ნაწილში. ჩრდილოეთით მას გრენლანდიის ზღვა ესაზღვრება, აღმოსავლეთით ეია-ფიორდი, დასავლეთით — სკაგა-ფიორდი. სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს ქალაქი აკურეირი.
ნახევარკუნძული დაფარულია მთებით, რომელთა სიმაღლე ზღვის დონიდან 1000 მეტრს აღწევს.
დიდი დასახლებები არის მხოლოდ ტრედლასკაგის სანაპიროებზე: დალვიკი, სიგლუფიორდური, ოულაფსფიორდური.