ტრაფალგარის მოედანი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტრაფალგარის მოედანი

ტრაფალგარის მოედანი არის მოედანი ცენტრალურ ლონდონში, რომელსაც ხშირად ლონდონის ცენტრადაც მოიხსენიებენ. ის არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოედანი და არც ტურისტების ნაკლებობას განიცდის. მოედნის დასახელება მომდინარეობს ტრაფალგარის ბრძოლიდან, სადაც 1805 წელს ბრიტანელებმა, ჰორაციო ნელსონის მეთაურობით დაამარცხეს ფრანგებისა და ესპანელების ფლოტი. მოედნის ცენტრში სწორედ ნელსონის სვეტი არის აღმართული. სვეტის გარშემო დგას მისი მცველი ოთხი ლომის ქანდაკება.

მოედნის აშენებამდე, XIII საუკუნიდან ჩრდილოეთ მხარეს განლაგებული იყო მეფის საჯინიბოები. XIX საუკუნის დასაწყისში ჯორჯ IV-ის დავალებით არქიტექტოემა ჯონ ნეშმა ამ ადგილას მოედნის მშენებლობა დაიწყო. ახლანდელი არქიტექტურა სერ ჩარლზ ბერის სახელს უკავშირდება, რომელმაც მშენებლობა 1845 წელს დაასრულა. თავდაპირველად ატარებდა უილიამ IV-ის სახელს, თუმცა შემდეგ ჯორჯ ტეილორის შემოთავაზებით ამჟამინდელი სახელი ეწოდა.

ტრაფალგარის მოედანი ტურისტების რაოდენობით არის მსოფლიოში რიგით მეოთხე. მას ყოველწლიურად 15 მილიონ ადამიანზე მეტი სტუმრობს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: