ტოსა ინუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტოსა ინუ
წარმოშობის ქვეყანა იაპონია
თვისებები
სიმაღლე მამრი 62-65 სმ.
მდედრი 60-62 სმ.
ძაღლი (Canis lupus familiaris)

ტოსა ინუ (იაპონ. 土佐闘犬) — ძაღლის ჯიში, გამოყვანილი იაპონიაში XIX საუკუნეში.

ეს ჯიში პირველად იაპონიის პრეფექტურა კოტიში, კუნძულ სიკოკუს მებრძოლი ძაღლების და ჩამოყვანილი მასტიფების, დოგების, ბულდოგების და ბულტერიერების შეჯვარებით მიიღეს. ადრე მათ იაპონურ მასტიფებს უწოდებდნენ. ამა თუ იმ დროს ძაღლების ბრძოლები გავრცელებული იყო მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას. გასული საუკუნის იაპონური ძაღლების ბრძოლის წესების თანახმად, ძაღლებს მდუმარედ უნდა ებრძოლათ, მეტოქისთვის თავი არ უნდა აერიდებინათ, სწორედ ამ წესების დაცვით იბრძოდა ტოსა ინუ — უშიშრად და უხმოდ.

მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით ევროპაში, შეერთებულ შტატებსა და იაპონიაში ძაღლების ბრძოლები კანონით აკრძალულია, იაპონიის სოფლებში ისინი ფარულად ჯერ კიდევ ტარდება. ამ ბრძოლებში იყენებენ ტოსა ინუს, რომელიც იქ 30-40 კილოგრამით უფრო მჩატეა, ვიდრე ამ ჯიშის დასავლეთში მცხოვრები წარმომადგენლები.

ტოსა ინუ შეიძლება შესანიშნავი მეგობარი იყოს, თუმცა ისინი ადრეული ასაკიდანვე უნდა იყოს შეჩვეული სხვა ცხოველებს და ადრიდანვე უნდა გაიწვრთნას. შთამბეჭდავი გარეგნობის და „მაკომპრომეტირებელი“ წარსულის გამო ტოსა ინუ ბევრ ქვეყანაში აკრძალულია. მას აქვს ღრმა, ფართო მკერდი, ძალიან ძლიერი კისერი, საშუალო სიგრძის დრუნჩი. ბალანი მოკლე და ხშირია, მისი შეფერილობა შეიძლება იყოს ხორბლისფერი, ჟღალი, შავი. ცუდად ეგუება ქალაქის პირობებში ცხოვრებას, ბავშვებს და სხვა ძაღლებს, ძნელად იწვრთნება, სჭირდება დამატებითი ფიზიკური დატვირთვა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: