დოგები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დოგები (ინგლ. dog — ძაღლი), დოგისებრი ძაღლები — დიდი ტანის და ძლიერი სასამსახური ძაღლების ჯიშთა ჯგუფი. ხანგრძლივი სელექციის შედეგად ამ ჯგუფის ჯიშები გარეგნობით ძალზე განსხვავდნენ ერთმანეთისაგან. თანამედროვე დოგებს მიეკუთვნება გერმანული დოგები, კავკასიური, შუააზიური, ტიბეტური და მონღოლური ნაგაზები, ბულდოგები, ბოქსიორი, სენბერნარი და სხვა. სახელწოდება „დოგები“ შეინარჩუნეს მხოლოდ გერმანულმა დოგებმა, რომელთა წინაპრები ევროპაში აზიიდან შეიყვანეს ძვ. ბერძნებმა. ამ ჯგუფის მოკლებეწვიანი ნაირსახეობის გამოყვანა დაიწყო დანიაში და საბოლოოდ დასრულდა გერმანიაში.

გერმანული დოგები ყველაზე დიდი ტანის, ძლიერი და ლაზათიანი გარეგნობის სასამსახური ძაღლია, ხვადის სიმაღლეა არანაკლებ 80 ამ, ძუსი — 74 ამ. აქვთ სწორკუთხა თავი, ხმლისებრი კუდი, მოკლე ბეწვი, შავი, რუხი, ჩალისფერი, ვეფხისთვისებრი, მარმარილოსებრი შეფერილობა. ყურებს აჭრიან. ფართოდაა გავრცელებული ბევრ ქვეყანაში როგორც საოჯახო საყარაულო ძაღლი.

ბულდოგები, ხარის ძაღლები (ინგლ. bull — ხარი) მოკლედრუნჩიანი, ფართომკერდიანი ძაღლებია. ინგლისური ბულდოგის სიმაღლეა საშუალო 50 სმ. ფერი — თეთრი, ვეფხვისებრი, ფოთლებიანი. იყენებენ ოჯახში საყარაულოდ. ფრანგული ბულდოგი ტანმორჩილი დეკორატიული ძაღლია, იგივე შეფერილობა აქვს, რაც ინგლისურ ბულდოგს.

ბოქსიორი, გერმანული ბულდოგი, გამოყვანილია ბულენბაიცერის (ხარის მგიდავის) და ინგლისური ბულდოგის შეჯვარებით. ათლეტური აღნაგობისაა. ხვადის სიმაღლეა 63-68 სმ, ძუსი — 58-62 სმ. ყურებს აჭრიან. მოკლე ბეწვი აქვთ და ჩალისფერი, ვეფხვისფერი, თეთრი შეფერილობა, თავისივე ფერის ფოთლებით. გავრცელებულია ყველგან.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სააკაძე გ., ქსე, ტ. 3, გვ. 602, თბ., 1978