ტოპოზერო
ტოპოზერო | |
---|---|
ტოპოზერო კოსმოსიდან | |
კოორდინატები: 65°37′52″ ჩ. გ. 32°05′25″ ა. გ. / 65.63111° ჩ. გ. 32.09028° ა. გ. | |
მდებარეობა | რუსეთი |
ტერიტორიული ერთეული | კარელიის რესპუბლიკა |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 109 მ |
სიგრძე | 75,3 კმ |
სიგანე | 30,3 კმ |
ფართობი | 986 კმ² |
მოცულობა | 14,9 კმ³ |
საშუალო სიღრმე | 15,2 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 56 მ |
გამჭვირვალობა | 6-8 მ |
ჩამდინარე მდინარეები | კიზრეკა ვალასრეკა |
გამომდინარე მდინარე | სოფიანგა |
მედიაფაილები ვიკისაწყობში |
ტოპოზერო (რუს. Топозеро; მოძვ. ტოპ-ოპერო, ტოპნოზერო) — ტბა რუსეთში, კარელიის რესპუბლიკაში. მდებარეობს მდინარე კოვდის აუზში, ზღვის დონიდან 109 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 986 კმ². საშუალო სიღრმე 15,2 მ, მაქსიმალური 56 მ, წყლის მოცულობა 14,9 კმ³. გადაჭიმულია ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ. ნაპირები, განსაკუთრებით აღმოსავლეთი, შეჭრილ-შემოჭრილია. ტოპოზეროში 144 კუნძულია, რომელთა საერთო ფართობია 63 კმ². ტბას ერთვის 28 მდინარე, რომელთაგან უდიდესია კიზრეკა და ვალასრეკა. გამოედინება მდინარე სოფიანგა, რომელიც ერთვის პიაოზეროს. ივლისში წყლის ტემპერატურაა 15–17°С. გამჭვირვალობა 6–8 მ. მინერალიზაცია სუსტია. საზრდოობს უმეტესწილად თოვლის წყლით. მაღალი დონეა ივნისში, დაბალი აპრილში. იყინება ოქტომბრის ბოლოსა და ნომებერში, ყინულისგან თავისუფლდება მაისში. 1966 წელს კუმის ჰიდროელექტროსადგურის აშენების შემდეგ, გახდა კუმის წყალსაცავის ნაწილი. განვითარებულია ხე-ტყის დაცურება. არის თევზი, მათ შორის: ჭაფალა, ჰარიუსი, სიგი, ჩვეულებრივი ცქიმურა და სხვა. ტურიზმი.